რესპუბლიკური პარტიის წინა საარჩევნო კლიპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად პატრიარქის დისკრედიტაციის ღია მცდელობაა და მილიონობით მართლმადიდებლის რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენაზე აგებული ეს “შედევრი” უფასოდ, იმავე მართლმადიდებლების გადასახადების ხარჯზე, ტირაჟირდება.
ამას წინათ რესპუბლიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლიბერალურ ხაზთან” ერთად, შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა, რომლის ორგანიზატორებმა მონაწილეებს ორი დოკუმენტი წარუდგინეს: “ორდონიანი თვითმმართველობა _ მმართველობის დეცენტრალიზაციისთვის” და “სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ”. პირველი დოკუმენტი ორდონიანი თვითმმართველობის შექმნას გულისხმობს, ხოლო მეორე _ ლგბტ პირებისთვის სამოქალაქო კონტრაქტის შექმნას. კერძოდ, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში განმარტავენ, იმისთვის, რომ ლგბტ წყვილების პირადი და ქონებრივი უფლებები უზრუნველყოფილი იყოს, უნდა მოხდეს მათთვის სამართლებრივი გარანტიების მიცემა და საჭიროა, სახელმწიფომ დაარეგულიროს მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობები, ანუ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება.
“ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და სამართლებრივად უნდა აღიაროს იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც დღეს არ არიან აღიარებულნი. ლგბტ ადამიანები, ფაქტობრივად, თანაცხოვრობენ და ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ეს არის თანამედროვე, ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტი”, _ განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარკორძაიამ.
ანუ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი, ლესბოსელი ნინო ბოლქვაძე საარჩევნო სიაში ჰყავთ, უფრო მეტი უფლებები უნდამიეცეს, ანუ ლგბტ პირებს ოჯახების შექმნის უფლება უნდა დაუკანონდეთ, ხოლო ის, რომ მართლმადიდებლურად, ეკლესიურად, ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა, უნდა დავივიწყოთ.
სოსო ბარბაქაძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო. 2017 წელი.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი