“20 ლარით მოიმატა პენსიამ… ჩააწყნარეს “საყუარლად” მოსალოდნელი სოციალური უკმაყოფილება”!

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

“20 ლარით მოიმატა პენსიამ და 0.014 თეთრით გაიაფთა გაზის ტარიფი! – ჩააწყნარეს “საყუარლად” მოსალოდნელი სოციალური უკმაყოფილება!

სამაგიეროდ! იანვრიდან: 2 პროცენტი გვექვითება ყველა დასაქმებულს; 2 პროცენტი ყველა დამსაქმებელს ყველა დასაქმებულის ხელფასისათვის; პური გაძვირდა; სიგარეტი გაძვირდა; საფოსტო გზავნილები გაძვირდა და თუ აქამდე 3 ლარი იყო 5 კილომდე, ახლა 2 კილომდე 8 ლარი გახდა – სხვაც ყველაფერიც გაძვირდა! –

მოკლედ, ბიუჯეტი ისევ მოსახლეობის ხარჯზე იზრდება! მეტის მომფიქრებელი ეს მთავრობა აშკარად ვერ არის, ჰა-ჰა, ფოსტა და რკინიგზა მიაყიდოს და ისე შეავსოს ბიუჯეტი, თორემ, მაღალი ტექნოლოგიების, ცოდნის და ინდუსტრიის ხარჯზე როგორ უნდა გაზარდონ ბიუჯეტი იმათ, ვისაც არც მაღალი ტექნოლოგიებისა გაეგება, არც ცოდნისა და არც არაფერი უწარმოებია და შეუქმნია და მარტო ატკატით, საქმის გაიმასქნებითა და დელეცობით უშოვია ფული? – სხვა სფეროებში რაც ხდება, იმაზე ცალკე სალაპარაკოა! – ამ ბოლო დროს, ამ ჩვენი ისტებლიშმენტის შემხედვარე, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ყველაზე ჩაბანძებულ პოსტსაბჭოთა პროვინციად ჩამოვყალიბდით”, – წერს კურდღელაშვილი ფეისბუქზე.

ავტორი: გურიის მოამბე