ცოტა აზრზე მოდით და ხიდზე გადით: სკოლა არა მოხარშული წაბლი!…. ღორის და ჯანდაბის გრიპებისაგან დაგვიცავით

ჟურნალისტ ნანა გაგუას პოსტი სოციალურ ქსელში.

“როცა ქვეყანაში ღორის და ათასი სხვა ჯანდაბა ვირუსი მძვინვარებს და ”ძლიერნი ამა ქვეყნისადმი” ტელევიზიით გულდასმით გვმოძღვრავენ ”საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისაგან თავი შეიკავეთო”, პარალელურად ვგებულობთ, რომ დღედღეზე სასწავლო პროცესი იწყება!!! სადაა ლოგიკა?! სადაა პრევენცია?! სასწავლო პროცესის განახლების ფარგლებში ერთად უნდა შეყარონ ათასობით მოსწავლე და შემდეგ თვალებისცეცებით განგვიცხადონ: ვირუსმა ისევ იმძლავრა და თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი ადგილებისგანო?! ვერ არიან ჯანზე, ჩემმა მზემ! სასწავლო პროცესი, თორემ… სულ ისე აზუბრინებენ მოსწავლეებს საგნებს, კემბრიჯი მიმიქარავს!!! მერე აყლაპონ მილიონლარიანი შხამი- ტამიფლუები მოსწავლეებს, მა რააა?! ცოტა აზრზე მოდით და ხიდზე გადით: სკოლა არა მოხარშული წაბლი!…. ღორის და ჯანდაბის გრიპებისაგან დაგვიცავით პირველყოვლისა! ტამიფლუ კი თქვენთვის დაგვითმია, უტვინოებო“- წერს ნანა გაგუა.