ამ ვირუსებისგან გატანჯული ბავშვების მშობლებს,ვინმემ მოგვხედოს და მძარცველი ექიმებისგან დაგვიცვას”

,,ესეიგი ძალიან გაბრაზებული ვარ ,მინდა ხმა მივაწვდინო ყველას, რადგან რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში,ექიმები ბავშვების მკურნალობის მაგივრად ძარცვავენ ხალხს”-ამის შესახებ ყველაზე აქტიურ ჯგუფში ,,რუსთავი Rustavi” მოქალაქე წერს.

მისი თქმით, ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი, თანხის არამიზნობრივად გადახდას სთხოვდა და გაურკვეველი მომსახურებისთვის თანხის გადახდას ავალებდა. TV4 პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,გილოცავთ ყველას შობას და ახალ წელს. ესეიგი ,ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ხმა მივაწვდინო ყველას, ,რადგან რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმები ბავშვების მკურნალობის მაგივრად ძარცვავენ ხალხს. უფრო გასაგებად რომ გითხრათ ჩემი ამბავი ,დავიწყებ იქიდან რომ გუშინ რადგან დასვენება იყო და ჩვენი ოჯახის ექიმი ისვენებდა, მან მირჩია ვირუსიანი და სიცხიანი ბავშვი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში მიმეყვანა, რომ გაესინჯათ ბავშვი, გაეკეთებინათ სისხლის ანალიზი და გადაეღოთ ფილტვებზე რენტგენი, გუშინ მორიგე ექიმი იყო მია თუ მაია ავალიშვილი. კარგად დაიმახსოვრეთ ამ ექიმის სახელი და გვარი. გასინჯა ბავშვი, არ ჩათვალა ანალიზის გაკეთება საჭირო და არც რენტგენის გადაღება. გამოსვლისას მეუბნება, რომ 25ლარი აქ უნდა დატოვოთო. ვუთხარი ,რომ ვიცოდი ომსახურება ამ ვირუსებთან დაკავშირებით უფასო იყო, ის კიდევ იმეორებდა რომ ,ფასიანი იყო და ფული უნდა დამეტოვა. ვკითხე ,თუ ფასიანია, სალაროში რატომ  არ უნდა გადამეხადა,ჩეკი ხომ უნდა მომცენ-მეთქი.იქვე მდგარმა სხვა “ქალმა” უხეშად მითხრა აქ უნდა დატოვოთ ფულიო, დავტოვე ეს ფული და ისიც დავამატე რომ გავარკვევდი რამდენად იყო მართლა გადასახდელი.  ჩამოვედი მიმღებში და ყველას ვკითხე ნამდვილად იყო თუ არა გადასახდელი, ყველას გაუკვირდა და პასუხს ვერავინ მცემდა ჩემს კითხვაზე. მერე ერთმა ქალმა უხეშად მითხრა ,რომ საავადმყოფო კერძო იყო და ამიტომ უნდა გადამეხადა ფული. ყველას მოგიწოდებთ ხალხო ,რომ,რაღაცნაირად, გავავრცელოთ იქნებ მივაწვდინოთ საჭირო ორგანიზაციას ხმა ,რომ ამ საწყალ და შეშინებულ, ვირუსებისგან გატანჯული ბავშვების მშობლებს,ვინმემ მოგვხედოს და ამ მძარცველი და არა პროფესიონალი ექიმებისგან დაგვიცვას”-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე

tv4 მუშაობს თემაზე და საავადმყოფოს და ექიმის პოზიციას შემდეგ ინფორმაციებში შემოგთავაზებთ.
rustavshi