ოპოზიცია კახა კალაძის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვს. მათი თქმით, ახალი წლის დღეებში დედაქალაქში მრავალი პრობლემა დაგროვდა, განსაკუთრებით საგანგაშო გახდაგრიპის ვირუსით დაავადებულთადა გარდაცვლილთა მაჩვენებელი,რის გამოც დედაქალაქში შესაძლოა სასწავლო პროცესიც გადაიდოს. ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი კალაძეს შვებულების შეწყვვეტისა და თბილის შიდაბრუნებისკენ მოუწოდებს:
„სასწრაფოს გადაადგილებას პრობლემა აქვს, მედიკამენტი დედაქალაქის აფთიაქებში ფაქტობრივად არ მოიპოვება,ადამიანები იხოცებიან და ამ დროს დედაქალაქის მერი შვეიცარიაში პოზირებს, მაღალი თანამდებობის პირები განცხადებებს არაკეთებენ. თბილისში არის სრული საინფორმაციო ვაკუუმი, ამიტომ ოპოზიცია ვითხოვთ დედაქალაქის მერმა სასწრაფოდ შეწყვიტოს შვებულება, სასწრაფოდ დაბრუნდეს და სასწრაფოდ გასცეს თბილისელებს პასუხი იმპრობლემებზე, რომლებიც მათშორის მის არ ყოფნაში დაგროვდა.“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
alia.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი