ბიძინამ არ იცის” – ეს ზღაპარი დებილებს აჭამეთ!

ბიძინამ არ იცის” – ეს ზღაპარი დებილებს აჭამეთ! ბიძინამ მურუსიძეს და კობახიძეს ქოცნება მოაკვლევინა!“

,,ქართულ ოცნებაში” კაცები დარჩით,  ხმა რომ ამოიღოთ და მურუსიძე-კობახიძე-ზარდიაშვილების მიერ დაფარებული ლეჩაქი გააპროტესტოთ?“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გიგაური და ბესელია-ფოფხაძეზე განხორციელებული შეტევის რეალურ მიზეზებს ასახელებს:

„ბიძინამ მურუსიძეს და კობახიძეს ქოცნება მოაკვლევინა!
ძაღლიც მიგაკვდათ სულში!
* * *
ქოცნების მთავარ ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ გედევან ფოფხაძე გამოიწვიონ იურიდიული კომიტეტიდან!
ანუ ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, გედევან ფოფხაძე, როგორც მისი პირველი მოადგილე არათუ კომიტეტის თავმჯდომარე ვეღარ გახდება, ის საერთოდ მოაშორეს იურიდიულ კომიტეტს!

ეს და ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანია ერთ რამეს ემსახურება:

კობახიძე-მურუსიძე-ზარდიაშვილის კლანმა ქართველ ხალხს კიდევერთხელ  უნდა ჩააფურთხოს სულშიდა უპრობლემოდ დაამტკიცოს მურუსიძის ნაც-მაფიის წევრები უვადო მოსამართლეებად!

,,ქართულ ოცნებაში” კაცები დარჩით,  ხმა რომ ამოიღოთ და მურუსიძე-კობახიძე-ზარდიაშვილების მიერ დაფარებული ლეჩაქი გააპროტესტოთ?

მოკლედ, ქოცნება გარდაიცვალა – ის პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ზონდერებმა – კობახიძემ და მურუსიძემ მოკლეს!
,,ბიძინამ არ იცის…” – ეს ზღაპარი დებილებს აჭამეთ!
ახლა, ქართველმა ხალხმა დროა, იმაზე  იფიქროს და იზრუნოს, ეს მავნებლები, ნაცებთან ერთად,  მშვიდობიანად როგორ ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას!“ – წერს გიორგი გიგაური.
alia.ge