9 იანვარს სასტუმრო გოლდენ პალასმა უმასპინძლა მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის მონაწილეებს და გაიმართა მეგობრობის საღამო

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დღეს 9 იანვარს დაესწრო მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს: გაცნობის და მეგობრობის საღამოს და ტალანტ შოუს ფინალს, ასევე ჩვენი ჟურნალისტი გაესაუბრა კონკურსანტებსა და ეროვნული ჟიურის წევრებს.

ნინი შერმადინი: „ძალიან მაგარი ნაკადია წელს, ძალიან ძლიერი ბავშვებია, მომზადებულები არიან ჟიურის წევრებთან შესახვედრად, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ყველა კონკურსანტს ვუსურვებ წარმატებას“.

მარკუს მეტრეველი: „აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, კონკურსანტები არიან ძალიან კარგ ფორმაში, წლევანდელი ნაკადი ნამდვილად გამოირჩევა, ბედნიერი ვარ, რომ თბილისს ეწვია ამდენი ქვეყნის წარმომადგენლები, გაიცნობენ და შეიყვარებენ ქართულ კულტურას და იმედი მაქვს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს.“

ეკა მგალობლიშვილი: „ძალიან კმაყოფილი ვარ წლევანდელი ნაკადით, ძალიან მომეწონა კონკურსანტები, თუმცა არ შემიძლია ჯერ ვინმე განსაკუთრებულად გამოვყო. დღეს გვქონდა ინტერვიუ ჟიურთან, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჟიურის წევრების, მადლობას ვუხდი ნინი შერმადინს, მარკუს მეტრეველს, ლელა ასლანიკაშვილს, მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენლებს, ვფიქრობ, რომ ლამაზად დატვირთული დღეები გვაქვს, კიდევ უფრო უკეთესი გველოდება წინ და აუცილებლად მოგაწვდით 24 საათის განმავლობაში სიახლეებს რამდენიმე საათში გვეწყება მეგობრობის საღამო, რომელსაც მასპინძლობს სასტუმრო გოლდენ პალასი“.

ლელა ასლანიკაშვილი: „ძალიან მომეწონა რათქმაუნდა ეს კონკურსები მაღალ დონეზეა ორგანიზებული, ძალიან კარგი სტუმრები გვეწვივნენ, მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას.“

კატალინა ბუზონი პორტუგალია: „სამოდელო სააგენტოს მენეჯერი ვარ, მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი თბილისში, ასევე ვიყავი ბათუმში და კახეთშიც, ჩემ მეგობარ ეკა მგალობლიშვილს ვუხდი მადლობას მოწვევისთვის, ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები აქ, მიყვარს თქვენი სტუმართმოყვარე ქვეყანა და გისურვებთ წარმატებებს.“

ნურალ მუსაევი კონკურსანტი: „ძალიან კარგი დღე გვქონდა დღეს, გავეცანით ჟიურის წევრებს, გავიარეთ რეპეტიცია, დავასაჩუქრეთ ჟიური, ახლა ვიმყოფებით სასტუმრო „გოლდენ პალასში და სულ მალე დაიწყება მეგობრობის საღამო“

ლიკა კონკურსანტი: „კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ინგლისურ ენაზე ვესაურეთ ჟიურის წევრებს, ვირეპეტიციეთ, ახლა გვექნება მეგობრობის საღამო და ტალანტ შოუ, ყველაზე მეტად უცხოელი ჟიურიდან მომეწონა ქალბატონი კატალინა პორტუგალია. “

ქრისტინე კაპანაძე „ნიჭიერის ნახევარფინალისტი“: „ძალიან მიხარია, რომ ასეთი დონის მსოფლიო პროექტში ვღებულობ მონაწილეობას, მადლობას ვუხდი ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს ამ შესაძლებლობითვის, მინდა კიდევ ერთხელ წარვსდგე ფართო საზოგადოების წინაშე და ვაჩვენო ჩემი ბოლივუდური ტალანტი. იმედი მაქვს ჩემი ცეკვით ამჯერადაც ყველას მოვხიბლავ“

შეგახსენებთ, რომ ხვალ 10 იანვარს მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის დაჯილდოვების ცერემონიალი იწყება.