ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება გრიპით დაავადებული 600-ზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ საგრძნობლად იკლო სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახებების რიცხვმა.

“თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ, შესრულებული გამოძახებათა რაოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე გუშინდელი შესაბამისი მონაცემი იყო”- აცხადებენ უწყებაში.

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება გრიპით დაავადებული 600-ზე მეტი ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, სულ ვირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

წყარო: newposts.ge