პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე facebook-ზე იუსიტიციის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ თეა წულუკიანზე “ქარდებს” ავრცელებს.
კითხვები, რომლებიც ფერაძეს წულუკიანთან აქვს:
“როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ მადლობა გადაუხადეთ პროკურორს, რომლის წასვლიდან რამდენიმე დღეში მირზა სუბელიანი დაიჭირეს? როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ევროპულ სასამართლოებში ყველა საქმე წააგეთ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?
როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ სტრასბურგში ორჯერ ჩააგდეს თქვენ მიერ შერეული მოსამართლეების სია? როგორ მოახერხეთ ქალბატონი თეა, რომ არ ასრულებთ სასამართლოს განჩინებას უსამართლოდ გაშვებული თანამშრომლების აღდგენის შესახებ?
როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ იურისტის დიპლომის გარეშე გახდით იუსტიციის მინისტრი? როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ არასამთავრობოები არ სხდებიან თქვენთან ერთად პროკურორის კანდიდატურის განხილვაზე?
როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ხალხი თქვენს გადადგომას ითხოვდა და გადადგომას ითხოვდა და გადააყენეს კვირიკაშვილი?”
კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილის სტილშია მომზადებული. ზარდიაშვილმა გუშინ თეა წულუკიანს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:
„როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა, რომ ბიუჯეტი აღარ ივსება საპროცესო შეთანხმებით შემოსული თანხებისგან?
როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია აბსოლუტურად სხვა რანგში?
როგორ მოახერხეთ, რომ პროკურორები ასე უცებ და მყისიერად რეაგირებენ საზოგადოების მოთხოვნებზე?
როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ქვეყანაში აღარ არსებობს?
როგორ მოახერხეთ, რომ ასე მალე მიიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, ანტიდისკრიმინაციული კანონი?
როგორ მოახერხეთ, ასევე, რომ აღსრულების ახალი კანონია მიღებული, ასევე – სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილება?
როგორ მოახერხეთ ისე, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ოპონენტები ვერ ხედავნ?
როგორ მოახერხეთ, რომ 83%-ით არის გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა გაზრდილი, 95%-ით შემცირებულია გირაობის ოდენობა, 79%-ით შემცირებულია სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება, 11- ჯერ ნაკლები საჩივარი იგზავნება სტრასბურგში?
ეს ყველაფერი როგორ მოახერხეთ ქალბატონო თეა?“ – მიმართა ვანო ზარდიაშვილმა წულუკიანს.
metronome.ge