კომპოზიტორი მანანა იმედაძე სიცრუეს უწოდებს ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 22 წლის სალომე ქემაშვილს ვირუსთან ერთად, სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. აღნიშნულს დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა.
“თანავუგრძნობ ოჯახს, ამ მძიმე ტრაგედიის გამო. დაიღუპა ახალგაზრდა ქალბატონი, თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ოჯახის თანხმობის გარეშე, არ მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. ეს არის საქართველოს კანონმდებლობა. მე გავეცი ზოგადი პასუხი. ქალბატონმა დარეკა ჩვენს აპარატში და თანამშრომელს განვუცხადე რომ ამ ბრიფინგის შემდეგ პირადად დაველაპარაკები და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. ჩვენს მოსახლეობას გრიპი ჰგონია უბრალოდ გაციება. გრიპოზული დაავადება, 30 პროცენტის შემთხვევაში რთულდება, სერიოზული პატოლოგიით. ეს პროცენტები ჩვენს ვებ-გვერდებზე დევს. თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. მე დღეს ოჯახთან მექნება საუბარი და ჩაგაყენებთ საქმის კურსში. დიაგნოზი მათ იციან. ეს გაფორმებულია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომპოზიტორი მანანა იმედაძე სიცრუეს უწოდებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 22 წლის სალომე ქემაშვილს ვირუსთან ერთად, სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
”დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის-ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!”, – წერს მანანა იმედაძე.
22 წლის სალომე ქემაშვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადება, ინფექციურმა საავადმყოფომ ყველაფერიი გააკეთა მისი გადარჩენისთვის. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, რომ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დადასტურდა, გოგონას დაუდგინდა H1N1 გრიგპი. ეს კი ქვეყნის მასშტაბით, ამ ვირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.
exkluzivnevs.ge