რამდენი ადამიანის ავადობა და სიკვდილი ქმნის ეპიდემიას ეპიდემიად?

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„1994 წლის რუანდაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი გენოციდი განხორციელდა.
100 დღის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი იქნა განადგურებული.
გენოციდის დროს დიდმა სახელმწიფოებმა და გაერო მწარმოუდგენელი უზნეობა დ აინერტულობა გამოიჩინეს.
მახსოვს ამერიკის გაეროში ამერიკის ელჩის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე-მიმდინარეობს თუ არა გენოციდი რუანდაში.
“არის გენოციდის ცალკეული შემთხვევები”- იყო პასუხი.
“თქვენი აზრით.გენოციდის რამდენი ცალკეული შემთხვევა ქმნის გენოციდს გენოციდად?”-უყვირა დიპლომატს აღშფოთებულმა ჟურნალისტმა.
ეს იმიტომ გამახსენდა,რომ ადამიანები იღუპებიან,გარშემო უამრავი ავადაა,მათ შორის, ჩემი უახლოესებიც. ხელისუფლება ინერტულად იქცევა და არ უნდა სწორი სახელი დაარქვას მდგომარეობას.
ის კი არა,სწავლის დაწყებაც ძლივს გადადეს.
ახლა კითხვა მაქვს,იმჟურნალისტის არ  იყოს-რამდენი ადამიანის ავადობა და სიკვდილი ქმნის ეპიდემიას ეპიდემიად?
გასაგებია,რომ სისტემა ისეა მოშლილი,რომ სამობილიზაციო რესურსი მასში ნაკლებია,მაგრამ სპეკულაციების აღკვეთა დაინფორმაციის  სწორი მიწოდება ხომ არის შესაძლებელი?
თორემ ეს სისტემა რომ მახინჯი და არაადექვატურია და მთლიანად არის შესაცვლელი,ამას ყველა ხედავს“ – წერს მანჯავიძე.
alia.ge