სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და მას სპეციალურ ფონდში გადარიცხავს

სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რადგან ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების, ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზეშეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1tv.ge

კომენტარები ფეისბუქიდან