კატასტრპფა: მესამე შემთხვევა ერთ დღეში – თბილისში სავარაუდოდ, გრიპის გართულებით 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

თბილისში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კასპის მაცხოვრებელი იყო. გარდაცვალების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით,  გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა გახდა.

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, გარდაცვლილი დავით ნონიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და გრიპის გამო საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

დამატებით დეტალებს “მარშალპრესი” უახლოეს ხანში მოგაწვდით.
Marchalpres.ge