შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, საქართველოს სავიზო პროცედურებს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები არღვევენ.
გასული წლის დეკემბერში ირანის მოქალაქეების მიერ სავიზო რეჟიმის 214 დარღვევა დაფიქსირდა. ჩინეთის მოქალაქეების შემთხვევაში 88 ასეთი დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. სავიზო რეჟიმის დარღვევა ფიქსირდება ინდოეთის (17), რუსეთის (17), თურქეთის (15), აზერბაიჯანის (14), სომხეთის (14) და ერაყის (9) მოქალაქეების შემთხვევებშიც.
სავიზო ნორმების დარღვევებით ირანელები ლიდერობდნენ წინა თვეებშიც, ოქტომბერში ასეთი 158 ფაქტი გამოვლინდა, ნოემბერში კი 159.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 45 დღით შეუძლიათ.
alt.info