“ძალიან ბევრი ადამიანი თავს ნებას აძლევს, რომ გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე, იმ დროს როცა არამგონია რომ რამე კომოეტენცია ჰქონდეთ იმისთვის, რომ გააკეთონ ის კომენტარები, რომელიც სოციალურ ქსელებში კეთდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
“კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით იმავე პრობლემას, რომ ეს სოციალური ქსელები გახდა ამ შემთხვევაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება. ჩვენ ვიცით რომ ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის გარკვეული, რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართველი საზოგადოების ხელით, რაც ძალიან საკვირველია, და ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ამას არ აკეთებენ შეგნებულად, ნათელია.
მინდა მოვუწოდო სიფრთხილისკენ, იმიტომ რომ ეს – ლუგარის ლაბორატორია პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ურთიერთობები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, და ძალიან ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს სრულიად საქართველოს უწყებაა და არანაირად ამერიკული, როგორც უნდათ რომ გამოაჩინონ, თუმცა დახმსრება იყო დიდხანს, და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ეს დავაფასოთ და გავაგრძელოთ მისი მუშაობა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სასარგებლოდ, აქ არის ხელოვნურად შემოტანილი რაღაც დაძაბულობის ნიშნები და მინდა ყველას ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ipress.ge
blogeri: giorgi frangishvili.