აშშ-ს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიტიკოსი, პოლიტოლოგი, პროფესორი ჯონ მირშაიმერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში აცხადებს:
„ამერიკა ბევრად უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა შვიდ ომში მონაწილეობდა, ყოველ სამ წელიწადში ამერიკა- ორი წელი ომებითაა დაკავებული.“
რუსეთზე საუბრისას ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა საქართველოში, უკრანინაში და სირიაში მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ საკუთარი სტრატეგიული ინეტრესები დაეცვა, კერძოდ მირშაიმერმა განაცხადა შემდეგი:
„საქართველოს და უკრაინის კონფლიქტებში რუსეთი იმის გამოა ჩართული, რომ როგორც მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთს, ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი სტრატეგიულ ინტერესები გააჩნია და ეს სავსებით გასაგებია. რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგეს, ამ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. სწორედ, ამის გამო რუსეთმა ამ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა.“
პროფესორის თქმით, შეხედულება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ, რეალურად ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე.
საქართველო ან უკრაინა და ესაზღვრებიან ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, და ამდენად რუსეთის სტრატეგიული ინტერესები მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, სხვანაირად ის შედეგები დადგება, რაც უკვე დადგა ამ ქვეყნებისთვის.
„თუ იმას ფიქრობ, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს, იმის მიუხედავად რას ფიქრობს რუსეთი, ამით საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი. საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისიც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით “, – აცხადებს ჯონ მირშაიმერი
გაზეთი საქართველო და მსოფლიო. 2017წელი. blogeri: giorgi frangishvili.