საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. „რუსთავი 2“-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს არ აინტერესებს არაფერი რაც ქართულ პოლიტიკას უკავშირდება და აცხადებს, რომ „მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი“.
„მან თქვა, რომ მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი და ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ და არც მე შეგაწუხებთო. რეალურად ეს იყო. მან თქვა, რომ არ მაინტერესებს არაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ მაინტერესებს რა ხდება სასამართლო სისტემაში, არ მაინტერესებს რა ხდება უკრაინაში, არ მივულოცავ უკრაინელებს, კონფლიქტი არის მმართველ გუნდში? არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს, რატომო? იმიტომ, რომ მე ვარ ფრანგი პენსიონერიო ხალხნო და მეცით პატივი, როგორც ფრანგ პენსიონერსო“, განაცხადა მელიამ.
სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს და იმედი აქვს, რომ სხვებიც მიბაძავენ.
„მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Guardian.ge