იაშვილის საავადმყოფოში ვირუსული სიმპტომით შესული 52 მოქალაქიდან, 50-ს H1N1 აქვს.

ბოლო დროს ქვეყანაში ღორის გრიპის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკის დირექტორმა ბრიფინგი გამართა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით ბოლო მონაცემებით იაშვილის საავადმყოფოში ვირუსული სიმპტომით შესული 52 მოქალაქიდან, 50-ს H1N1 აქვს.

როგორც ჩხაიძე ამბობს განსაკუთრებით მძიმეა 2 პაციენტის მდგომაროება. მისივე განმარტებით დაავადებულთა უმრავლესობა 5 წლამდე მოზარდია. იაშვილის კლინიკის დირექტორი საზოგადოებას რჩევებს აძლევს და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ntermedia