უწმინდესის ისტორიული
გადაწყვეტილება, სიცოცხლეშივე დაესახელებინა მოსაყდრე, ყველასთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ სწორედ ამ ვიზიტის დაწყებას დაასწრო პატრიარქმა მოსაყდრის ვინაობის გაცხადება.
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ სასულიერო პირები, ალბათ, მეტ სიცხადეს შეიტანენ საკითხში: რა იყო “ამერიკული ვოიაჟის” მიზანი, რატომ დაემთხვა მათი ვიზიტი მოსაყდრის დასახელებას და რა შესძინა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს ამ ვიზიტმა? სანამ ამ კითხვებზე გვიპასუხებენ, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, ეწვივნენ კაპიტოლიუმსა და ლინკოლნის მემორიალს, შეხვედრები გამართეს კონგრესსა და საქართველოს საელჩოში. ქართველი მღვდელმთავრების აშშ-ში ვიზიტი 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერს დასრულდება. პროექტს, როგორც ცნობილია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერრელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
იმის გასარკვევად, რომელი მღვდელმთავრები იმყოფებიან აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით და რა მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი, “საქართველო და მსოფლიო” საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილეს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილსდაუკავშირდა.
_ რომელი სასულიერო პირები იმყოფებიან ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში და რა არის ამ ვიზიტის მიზანი?
_ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ეკლესიიდან 11 მღვდელმთავარი გაემგზავრა: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი;ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსითეოდორე; საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია; ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი;ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი;სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსიიუგუდიელი; ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი; რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. იქ მათ დახვდათ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, რომელიც ასევე მიიღებს ამ ვიზიტში მონაწილეობას. მათთან ერთად არიან სხვადასხვა რელიგიური ლიდერები: მუსლიმანთა თემის ხელმძღვანელი, ებრაული თემის ხელმძღვანელი, კათოლიკე მღვდელმთავარი, ასევე სომეხთა ეკლესიის წარმომადგენელი. ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა. შეხვედრები იქნება თეთრ სახლში, კონგრესში, შეხვდებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და გაეცნობიან, რა პროექტებს ახორციელებს ნატო წევრ ქვეყნებში და როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და განმტკიცდეს ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის.
_ რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაშისაპატრიარქოს? უფრო გასაგებად რომახსნათ: რა მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი?
_ ეს პროექტი ახლა არ დაწყებულა, იმავე შემადგენლობით არა, მაგრამ ეკლესიიდან დელეგაციები სტუმრობდნენ ბრიუსელს, აგრეთვე, ნატოს შტაბ-ბინას და ევროკავშირშიც გაიმართა მსგავსი შეხვედრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის გაცნობითი ხასიათის. ისინი წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს _ რა ხდება მათ წევრ ქვეყნებში, როგორ თანამშრომლობენ. მოგეხსენებათ, საქართველოში მორწმუნე ხალხია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის ეკლესიის აზრს, ამიტომ ისინი ცდილობენ, ეკლესია არ იყოს საინფორმაციო ვაკუუმში, ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა და ზუსტად იცოდნენ, რას ნიშნავს ერთი ან მეორე ორგანიზაცია. რაც შეეხება ამერიკაში ვიზიტს, ამერიკაში ნატოს კომისრებთან იქნება შეხვედრა, ასევე _ მთავრობის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ურთიერთობების შესახებ მეტ ინფორმაციას მისცემენ მათ.
სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის “12 მოციქული” თეთრი სახლისდერეფნებში სეირნობს და კამერების წინ ამერიკას სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობას სწირავს, თვალსა და ხელს შუა ტრანსფორმირებული ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის გამოსვლებიდან რამდენიმე ფრაგმენტს გაგახსენებთ:
* “მაბეზღარების ერი რა ერია?! გარბიან ახლა… იმან რა უნდა დამარიგოს, ათასში ერთხელ რომ ჩამოდის? უდიდესი კულტურის ერი ვართ და სირცხვილია რაა, ისეთ ადამიანებს ვარიგებინებთ თავს, მართლა სირცხვილია”.
* “ერთი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა კვლევებს და ერთ–ერთი ასეთი კვლევა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა. ამ კვლევაში იყო კითხვები უშუალოდ სამღვდელოებაზე. 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენისირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ?! 100 ათასი კაცი იყო ქუჩაში გამოსული. ეს ერის შეურაცხყოფაა! მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენშეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები, შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენ გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რატომღა ურევთ?! ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ, სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით!”
* “ძალადობა ხდება უმცირესობის მხრიდანუმრავლესობაზე და ჭკვიანად უნდა იყონუმცირესობები!” _ ეს სიტყვები მეუფე იაკობმა ცნობილ 17 მაისის აქციაზე თქვა, იმ აქციაზე, რომელზეც, თანამოაზრეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ლგბტ-თა მსვლელობას აპროტესტებდა. მართალია, იმხანად სასულიერო პირი მამათმავლობის პროპაგანდის წინააღმდეგ რადიკალური მებრძოლი იყო, მაგრამ დღეს აშშ-ში ვიზიტისას (შეგახსენებთ, ამერიკაში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება კანონით არის დაშვებული) რადიკალურად ზნეშეცვლილი მეუფე აცხადებს: “ჩვენ ელჩებთანაც გვქონია ამაზე საუბარი, უბრალოდ, ეკლესია არის ის ერთ–ერთი წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, პირველრიგში, საღვთო სწავლებით. ჩვენ კონსტიტუციას ასევე ვაფასებთ, იმიტომ, რომ, რაც ერისთვის არის კონსტიტუცია, ჩვენთვის კონსტიტუცია არის ბიბლია”.
თვითონ განსაჯეთ, როგორია თეთრ სახლში ლგბტ თემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მეუფე იაკობის მიერ გაცემული პასუხი. ახლა მთავარია, ამერიკაში მივლენილი “თორმეტი მოციქული” ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით სამშობლოში ფერადი დროშების ფრიალით მაინც არ დაგვიბრუნდნენ…
* “ ჩემი აზრია და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაარ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, გვნახონ ჩვენ, გაგვიცნონ, თორემ ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმევა და მიგვაბამენ რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას… რომ დასრულდეს ეს გარედან ჩარევის პროცესები დამერწმუნეთ, რომ ეკლესია ძირითადი ვექტორიდან, ქართული ვექტორიდან არ გადაუხვევს და დღეს ამერიკაში იმიტომ ვართ სწორედ, რომ ყველაზე სანდო პარტნიორია, ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ჩვენ გვჯერა, რომ წესიერი ურთიერთობით, არა ტყუილებითა და თამაშებით მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება საქართველოს”.
რადგან მეუფე იაკობი გარედან ჩარევის პროცესებზე საუბრობს, ალბათ, საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ ეს ვიზიტი აშშ-ში, სავარაუდოდ, სწორედ ეკლესიაში გარედან ჩარევის ნათელი მაგალითია. შესაძლოა, ვიღაცას გაუჩნდეს განცდა, რომ მეუფე იაკობზე ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობთ, მაგრამ მის საყურადღებოდ განვმარტავთ: ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის სახეცვლილება თვალშისაცემი და დასაგმობია, თორემ ე.წ. ლიბერალურ ფრთად წოდებული სასულიერო პირებისგან, რომლებთანაც თვითონ მეუფე იაკობიც კონფრონტაციაში იყო, მსგავსი განცხადებები, როგორიც მეუფე იაკობმა თეთრი სახლის დერეფნებში გააკეთა, არავის გააკვირვებდა.
და, რადგან მეუფე იაკობმა რამდენიმე დღეში ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა, ბუნებრივად ისმის კითხვა: როდის იყომეუფე გულწრფელი _ როდესაც 17 მაისსლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულაქციაში მონაწილეობდა დამართლმადიდებლობისა და ზნეობისნორმებს იცავდა თუ ახლა, თეთრისახლიდან დამოძღვრისას, რომ თურმეკონსტიტუციას პატივს სცემს. რა, მაშინ არცნობდა და არ აღიარებდა კონსტიტუციას?!
როგორც ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების აშშ–ში ვიზიტის მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ ის უნდა იყოს, რომ “ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან” “გააიასნონ” ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობლის ვინაობა.
თუმცა ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ვიზიტად ჩასულებს რუსთველის სიბრძნის გახსენება არ აწყენდათ: “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების…”. ასე რომ, არ ღირსქვეყნის 30 ვერცხლად გაყიდვა, რადგანუფლის ნებას ამერიკული ვოიაჟებით, გარეძალებთან საქმის ჩაწყობითა დაფსევდოპატრიოტიზმით ვერავინ შეცვლის!
P.S. სანამ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავდა, აშშ–ში ქართველი ბიჭი გათხოვდა.
“ლგბტ საქართველოს” თანადამფუძნებელი დავით (მიხეილ) შუბლაძე (სინამდვილეში _
რაფაელოვი) დამისი პარტნიორი
ტრადიციულ ქართულ სამოსში, ჩოხებში, იყვნენ გამოწყობილი. ცერემონიის ამსახველი ფოტო და ვიდეოსოციალურ ქსელში გავრცელდა. რადგან ქართველი მღვდელ მთავრები ამერიკაში იმყოფებიან და რადგან, როგორც თვითონამბობენ, პატივს სცემენ კონსტიტუციას, ამერიკაში გეიქორწინება ხომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა, ჰოდა, რაღა უშლით ხელს, აკურთხონ ბარემ პირველი ქართული გეიქორწინება და“ მრავალჟამიერიც” დააგუგუნონ…
P.P.S. სოციალურ ქსელებში საპატრიარქოდან აშშ–ში დელეგაციისვიზიტს აღტაცებით ხვდებიან ლგბტ თემის უფლებადამცველები და სიხარულით წერენ, 17 მაისს დიდი “გულაობა” იქნებაო… ეს, ალბათ, უკვე გასაკვირიც აღარაა. საქართველოში, როგორც ჩანს, ის უკანასკნელი ბასტიონიც შეირყა, რომელიც ზნეობისა და ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე იდგა, რომელიც, ყველა გამოკითხვით, ყველაზე მაღალრეიტინგული ინსტიტუტი იყო. და ეს რეიტინგი ყელში ფხასავით ეჩხირებოდათ ჩვენს “კეთილის მსურველებს”… ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო… ის ციხესიმაგრე, რომელსაც დედაეკლესია ჰქვია, შიგნიდანგატეხილიც არის და მავანის მიერ 30 ვერცხლად დახურდავებულიც.
ავტირი: ნიკა გელაშვილი. გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2017წელი.
blogeri: giorgi frangishvili.