საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ ასახელებს თარიღს, როდის ეწვევა ავღანეთს, ქართველი ჯარისკაცების მოსანახულებლად.
საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თარიღის დასახელების უფლება არ აქვს.
“ამას ვერ გეტყვით, ეს არის საიდუმლო, ნატო-სთან ერთად იგეგმება და არ გვაქვს უფლება, თარიღი დავასახელოთ”, – აღნიშნა სალომე ზურაბისვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ აპირებს, ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს ეწვიოს.
ipress.ge
blogeri: giorgi frangishvili