საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების პარალელურად, ქართულ ოცნებაში მილიონერთა რაოდენობა იმატებს. 

საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების პარალელურად, ქართულ ოცნებაში მილიონერთა რაოდენობა იმატებს. 

ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, ივანიშვილი, მისი ნათესავები და ქართული ოცნების დეპუტატები ბანკებში მილიონებს ინახავენ. 

ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა რეგიონში ადამიანთა უმრავლესობას უკიდურესად უჭირს, ბავშვები შიმშილობენ და ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან – გამწარებული ყოფის და უპერსპექტივობის გამო.

წარმოგიდგენთ ქართული ოცნების დეკლარირებულ მილიონერ პარლამენტარებს. საკანონმდებლო ორგანოში ასეთი 35 დეპუტატია.

თუმცა, ამ სიას, “ოცნების” იმ დეპუტატთა რაოდენობაც უნდა

მივუმატოთ, რომლებიც ხალხის მიერ მოპარულ ფულს მალავენ და ქონებას  ნათესავებზე აფორმებენ.

ისინი, ივანიშვილის თანხმობით, იპარავენ ჩვენ ფულს, აკოტრებენ წარმატებულ კომპანიებს და აკონტროლებენ ყველა მსხვილ ბიზნესს.
presa.ge