“როდესაც მან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა, რასაც მე ვურჩევდი, უხეშად გამომივიდა ცოტა, მისდამი ნათქვამი და ამაზე მისი პასუხი იყო, რომ მე არაფერი არ მერჩია მისთვის. როდესაც ერთ-ერთ ეთერში მერე ვთქვი, რომ ივანიშვილი აღარ არის ლიდერი, მან ჩათვალა, რომ ამით მე წითელი ხაზები გადავკვეთე და მერე თქვა ჩემზე ის, რაც თქვა.
“ქართული ოცნება” კატასტროფულად კარგავს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ვინც მას ხმა მისცა, ის არის “ქართული ოცნების” ამომრჩეველი და თავს გრძნობს გადაგდებულად, გნებავთ მოსამართლეების, გნებავთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა ისინი საბოლოოდ გადააგდო. საკმაოდ რთული ვითარებაა, იმიტომ რომ თვითონ პოლიტიკური ელიტა მთლიანად დისკრედიტირებულია საქართველოში. სიტყვა პარტია გახდა ნეგატიური კონოტაციის მატარებელი. დიდი სეგმენტია მოსახლეობის, რომელიც არ წავა “ნაციონალებთან” და არც “ოცნებასთან”, ამიტომაც შესაძლებელია ვისაუბროთ მესამე ძალაზე”-განაცხადა გია ხუხაშვილმა “კვირის აქცენტებში”.
Guriismoambe.ge. blogeri: giorgi frangishvili