ბესელია მურუსიძის გასაპრავებლად ივანიშვილთან ერთად პოლიტიკურ საფლავში ჩაწოლას არ აპირებს“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

გამსახურდიას თქმით, ეკა ბესელია, ისევე როგორც უმრავლესობის სხვა წევრები, აცნობიერებენ რა მარაზმშიც აღმოჩნდნენ. 

„გუნდურობისა და კოლექტივის წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლებაო, გვესმის აქ ჯერ კიდევ ბოლშევიკური მმართველობის დროიდან.

ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდაო, ახლაც ეს არქეტიპული ფრაზა თქვა ივანიშვილმა. ოღონდ მას დაავიწყდა, რომ ბესელია, მისგან განსხვავებით, პოლიტიკოსია. და თუ თავად მურუსიძის გასაპრავებლად პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს, ეკა ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას და ეს სულაც არაა გასაკვირი.

არამარტო ბესელია, პარლამენტის სხვა წევრებიც აცნობიერებენ იმ მარაზმს, რაშიც აღმოჩნდნენ. არც ეს ქვეყანაა ბანკი, სადაც ყველა შენ მიერ არის რეკრუტირებული და ორგანიზებული შენ მიერ დასახული მიზნის გარშემო. პოლიტიკა გაცილებით რთული და მრავალუცნობიანი თამაშია, და ბიძინეს მცდელობები გაიყვანოს პოლიტიკოსები პოლიტიკიდან და მხოლოდ უბიოგრაფიო, უპრინციპო და უხერხემლო კარიერისტები დაიტოვოს, მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას დააზიანებს.

მალე ნახავს, რას მოუტანს გასაბერი პარლამენტის თავმჯდომარის და კოლექტიური მურუსიძის იმედად დარჩენა“, – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით  საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკა ბესელია გუნდურობის წინააღმდეგ  წავიდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი.
2020nevs.ge
blogeri: giorgi frangishvili.