ლევან მურუსიძის დამცველ ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მანიპულაციისთვის სჭირდება“_ საყვარელიძე

„ანდაზა _სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ყველაზე მეტად  ქართულ პოლიტიკას შეეფერება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახელი აქვს გატეხილი და მისი შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის და ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის წამგებიანი იქნება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“  პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. მისივე თქმით,  „ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მანიპულაციებისთვის სჭირდება“.

_ ბატონო რამაზ, თანამდებობებზე უვადოდგასამწესებელი მოსამართლეების საკითხმა„ქართული ოცნების“ კლანებს შორის არსებული დაპირისპირება კიდევ უფროგამოააშკარავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, მმართველ, პარტიას იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ უვადოდთანამდებობებზე  ოდიოზურიმოსამართლეები დაინიშნებიანო. ეკაბესელიას ჯგუფისთვის არასასურველი მოსამართლეების სიის ჩაგდების შემთხვევაშიც, „ქართულ ოცნებას“ერთიანობის შენარჩუნების რესურსიგააჩნია?

_შესაძლოა, მმართველი პარტია გუნდის ცალკეულმა წევრებმა დატოვონ, თუმცა ამ ეტაპზე, “ქართულ ოცნებას“ ერთიანობის შენარჩუნების პრობლემა არ აქვს. პოლიტიკაში გამარჯვებულთან დგომის მსურველები ყოველთვის გამოჩნდებიან და გუნდის გადახალისების შემთხვევაში, „ქართული ოცნებაში“ ახალი სახეები დაიბადებიან. მამუკა მდინარაძე, რომელსაც არავინ იცნობდა, დღეს  გუნდის ერთ-ერთ ლიდერია. „ქართულ ოცნება“ მის მსგავს ადამიანებს ყოველთვის იპოვის, თუმცა, ე.წ. ახლების კლანის მეშვეობით მმართველ პარტიას რეიტინგის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.  

_ მმართველი პარტიის, ე.წ. ახლების ჯგუფი, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლობირებს, „ქართული ოცნების“იმიჯზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს?

_ ახლების იმიჯი სასურველისგან შორს არის. „ქართული ოცნების“ გუნდში მათი ჩართვა მექანიკურად მოხდა. მმართველ პარტიას თავად არ აქვს  დიდი პოლიტიკური გამოცდილება და რატომ შეიყვანეს პარტიაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკაში ნაკლები გამოცდილება აქვთ, გაუგებარია. ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლების მხარეს იჭერს, თუმცა ივანიშვილს დამოკიდებულების შეცვლა ხშირად სჩვევია ხოლმე.

_ მოსამართლეებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება_დემოკრატიულისაქართველოს“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლიტიკურ წრეებში კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი  თანამდებობებზეოდიოზური მოსამართლეების განმწესებასლობირებდა. პარტიის ლიდერმასაზოგადოებისთვის არასასურველი მოსამართლეების სიის ფორმირებაში თავად მიიღო მონაწილეობა?

_ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძე ძალიან მკაფიოდ დაიცვა, მოსაზრება იმის შესახებ, რომ პარტიის ლიდერი ანალოგიური მურუსიძეების დამცველიც გახდება, ჩემთვის ახალი ნამდვილად არ არის. რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?! ალბათ, მანიპულაციებისთვის. ასეთი სურვილი მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა და გასაგები იყო რაში სჭირდებოდა მოსამართლეთა მხარდაჭერა. სააკაშვილის მართვის სტილი იმ მიმართულებით წავიდა, რომ ის ხშირად სამართლის პრინციპებს არღვევდა, როგორც ჩანს, ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

_იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, აღნიშნული ფორმით არ უნდა არსებობდეს?

_ ქართული ანდაზა _სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო,  ყველაზე მეტად პოლიტიკას შეეფერება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახელი აქვს გატეხილი და მისი შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის და ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის  წამგებიანი იქნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოახერხებს ისეთი ავტორიტეტის მოპოვებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“  წაადგება.
Gurianevs
blogeri: giorgi frangishvili.