პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე: თუ ჩვენი საპატრიარქო ფრთხილობს, სიტუაციას ვერ გავამწვავებ

პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე: თუ ჩვენი საპატრიარქო ფრთხილობს, სიტუაციას ვერ გავამწვავებ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ თავის ტვიტერზე კომენტარს აქვეყნებს.

ზურაბიშვილის თქმით, როგორც პრეზიდენტს, მას აქვს ვალდებულება, რომლის გამოც, ვერ ჩაერევა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვტილებაში, რათა არ გაამწვავოს სიტუაცია.

“ბუნებრივია, ჩვენი საერთო წარსულიდან გამომდინარე, იოლია, მიულოცო უკრაინას ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა როგორც პრეზიდენტს, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. თუკი ჩვენი საპატრიარქო ფრთხილობს გარკვეული შედეგების გამო, მე სიტუაციას ვერ გავამწვავებ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ipress.ge
blogeri : giorgi frangishvili.