პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო

ფონდი „ქართუს“ შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და პრობლემური სესხები გაყიდა.

ვებგვერდზე vali.ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58 241 სესხი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (სესხის გამცემი: http://crediton.ge);  შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“ (სესხის გამცემი: http://minicredit.ge);  შპს „მისო ლიდერ კრედიტი“ (სესხის გამცემი: http://leadercredit.ge); შპს „მინი სესხი“; შპს „მონეზა“ (სესხის გამცემი: http://moneza.ge);  შპს „მოზო“ (სესხის გამცემი: http://mozo.ge);  შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“ (სესხის გამცემი: http://mrloan.ge); RRM Limited (სესხის გამცემი: http://crediton.ge);  შპს „ტვინო“ (სესხის გამცემი: http://netcredit.ge);  შპს „არკადია კაპიტალი” (სესხის გამცემი: http://unicredit.ge);  შპს „ა რეიტინგი-დებიტორულივალდებულებების მენეჯმენტი” (სესხის გამცემი: http://credium.ge);  სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“ (სესხის გამცემი: http://creditplus.ge).

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 542 მსესხებლის, 1 360 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4 027 099 783 ლარს.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

ასევე, შეთანხმება მიღწეულია ორ ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე  და მათი  მონაცემებიც უახლოეს პერიოდში  განთავსდება ვებგვერდზე vali.ge. აღნიშნული ორგანიზაციებია: შპს „მისობერმელი“ და  შპს „ემას კრედიტი“.

ფონდი „ქართუს“ შეთავაზების თანახმად, 15 იანვრამდე ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებდა დასახელებულ პირობებს,  შესაძლებლობა ჰქონდა, სასესხო ვალდებულებების პატიების პროგრამაში ჩართულიყო.
1tv.ge
blogeri: giorgi frangishvili.