ირაკლი ოქრუაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს!

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყნის ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:„გიორგი შენგელაია არ იყო მართალი, როდესაც ივანიშვილზე თქვა უწიგნური და გაუნათლებელი კაციაო. ნამდვლად აქვს ბიძინას ერთი წიგნი წაკითხული – ილფი და პეტროვის ”თორმეტი სკამი”. აბა აფერისტობის და თაღლითობის ანატომიას ესეთ დონეზე საიდან ისწავლიდა?!
საქართველოს ბევრ მმართველს მოვესწარი, პატიაშვილს, გუმბარიძეს, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს და მას. აქედან სამს ახლოს ვიცნობდი. ზოგი უზომო პატრიოტი იყო, ზოგი ექსცენტრული, ზოგი საკუთარი ერის მოძულე, ზოგი კომპრომისების ხელოვნების არმცოდნე, ზოგი შტერი, მაგრამ ასეთი ოსტაპ ბენდერი დღემდე არ გვყოლია.
სამი მილიონი კაცის გადაგდება შეუძლებელია თუ გადაგდების ხელოვნება წიგნიდან არ გაქვს ნასწავლი!“.

http://timenews.ge