ზაზა სარალიძე დიღმის ქირურგიულ ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, სარალიძემ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ზაზა სარალიძეს გამოკვლევები უტარდება.
„სავარაუდოდ, შაქრის დონე აქვს მაღალი. გუშინ დათოს საქმის დეტალებს განვიხილავდით და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ რომ მოუწია ამ ყველაფრის გახსენება, ინერვიულა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
accentnews.ge