11 იანვარს მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ფარგლებში თბილისის საკრებულომ უმასპინძლა პროექტის მონაწილე ქვეყნებს

11 იანვარს world rising star 2019 წლის დაჯილდოვების ცერემონიამდე თბილისის საკრებულომ ქართული სულისკვეთებით უმასპინძლა პროექტის მომაწილე 20 ქვეყნის დელეგაციას და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მათ, მისალმების შემდეგ კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიების სულისჩამდგმელი სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებელი: ეკა მგალობლიშვილია. TVM NEWS-ის ჟურნალისტმა ექსკლუზივი ადგილზევე აიღო თბილისის საკრებულოს დეპუტატისგან, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

– ბატონო ირაკლი თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით გვიამბოთ დღევანდელი დღის შესახებ, ვის უმასპინძლეთ და რატომ?..

– ბუნებრივია, რომ დედაქალაქის საკრებულო ყოველთვის მიესალმება და გამოთქვამს მზადყოფნას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის კუთხით, დღეს მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ მრავალი ქვეყნის დელეგაციებს, მათ ულამაზესს მოდელებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიებისთვის ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის პროექტები და ღონისძიებები, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუმასპინძლოთ უცხოელ სტუმრებს.