11 იანვარს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა World Rising Stars-ის დაჯილდოვების ცერემონიალი

11 იანვარს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა World Rising Stars-ის დაჯილდოვების ცერემონიალი. საერთაშორისო ჯილდოები გადაეცათ, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ლაურეატებს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე წარმატებით ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას. სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მოდის, კულტურისა და მედიის სფეროში მოღვაწე წარმატებული და საქმიანი ადამიანები და კომპანიები: რუსთავი 2, გზა, პალიტრა, საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ ჯორჯია, საუკეთესო სარეკლამო კომპანია ვინდ-ლაივი და მისი დირექტორი: შორენა ცურკავა, ნიჭიერი ჟურნალისტი გიორგი საკარული, ცნობადი სახეები ქრისტი ყიფშიძე, მარკუს მეტრეველი, დალი ჩიტალაძე, წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულით დაჯილდოვდა ნიჭიერის ნახევარფინალისტი ქრისტინე კაპანაძე, წლის ექიმის დიპლომი გადაეცა, ექიმ ოსტეოლოგ: გიორგი ლომიძეს და ასევე დაჯილდოვდნენ სხვა წარმატებული ადამიანები. ასევე საერთაშორისო დიპლომით დაჯილდოვდა TVM NEWS-ის მედია სააგენტოც, რისთვისაც ჩვენი შრომის დაფასებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით კატრინის დამფუძნებელ ეკა მგალობლიშვილს და ასევე ყველა ქვეყნის ეროვნულ დირექტორს (ჟიურს). ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის საერთაშორისო დონის ჯილდო. 

შეგახსენებთ, რომ:

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 130 სტუმარი ეწვია სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფინალურ გალა-კონცერტზე მისმა ორგანიზატორებმა მოდის სფეროში წარმატებულ ადამიანებს ჯილდოები გადასცა. ეს ღონისძიება ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ, ლამაზ და წარმატებულ ადამიანებს მოდის, კულტურისა და მედიის სფეროდან.