ღორის გრიპის” შემდეგ “წითელა” გვიტევს – “200 შემთხვევა ბოლო ორ კვირაში”

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში “წითელას” 200-ზემეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  ოფიციალური ინფორმაციით, მწვავე ვირუსული დაავადების მატარებლები ძირითადად წლამდე და 15-დან 40 წლამდე ასაკის  პაციენტები არიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში “პრაიმტაიმს”  განუცხადეს, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში “წითელაზე”  მიმართვიანობის საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ეს ტენდენცია ფიქსირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლა ქვეყანაში “წითელას” გავრცელების აქტიური სეზონია.

“შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა ჩვილებში და  40 წლამდე ასაკის მოზრდილებში.  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკობრივმა კატეგორიამ აუცილებლად გაიკეთოს ვაქცინა,  თუკი “წითელაზე” აქამდე არაცრილან.  მინდა მივმართო განსაკუთრებით მათ, ვისაც სახლში წლამდე ასაკის ჩვილები ჰყავთ.  მოგეხსენებათ, წლამდე “წითელაზე”  აცრა არ ხდება, ამიტომ თუკი ოჯახის რომელიმე ზრდასრულ წევრს ეს ვირუსული დაავადება შეხვდება, არის ძალზედ დიდი რისკი, რომ” წითელათი” ჩვილიც დაავადდეს.  ასეთი შემთვევები უკვე დაფიქსირდა.  გვყავს წლამდე ასაკის ბავშვები,  რომლებსაც წითელა მშობლებისგან გადაედოთ.”- აცხადებს”პრაიმტაიმთან”  ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

შეგახსენებთ, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით გადაეცემა.  დაავადება ხასიათდება მაღალიც ხელებით და გამონაყარით, რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს.  ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.

პრაიმტაიმი. alia.ge
blogeri: giorgi frangishvili.