ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა უკრაინაში, უკრაინელ და რუსს მართლმადიდებლებს შორის”

ქართველებს, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ვინც სიჩქარით და უჭკუობით, ნებსით თუ ნებლიეთ ხელსშეუწყობს უკრაინაში სისხლისღვრის გაჩაღებას, უკრაინელ და რუსს მართლმადიდებლებს შორის, სადაც 5 წლიან სამხედრო-პოლიტიკურ რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებას საეკლესიო კომპონენტიც დაემატა! კონსტანტინოპოლის ავტოკეფალური ეკლესიის მსოფლიო პატრიარქის ერთპიროვნულმა(!!!) გადაწყვეტილებამ, მთელი მსოფლიო მართლმადიდებლი სამყარო საფრთხეში ჩააგდო, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს.

 

“დიახ, კათოლიკური ქრისტიანული სამყაროსთვის და ისლამური აღმსარებლობის ქვეყნებისათვის, მათი ისტორიული გამოცდილებისათვის უცხო არ არის სარწმუნოებრივი, შიდარელიგიური განხეთქილებები, რომლებიც სისხლისღვრასაც იწვევდა, რაც მართლმადიდებელი სამყაროსათვის არ არის დამახასიათებელი, მეტიც, აბსოლუტურად მიუღებელია! 

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად შუამავლის როლი ვიკისროთ ამ ურთულეს სიტუაციაში, ნუ გავხდებით ერთ-ერთი მიზეზი მოსალოდნელი (ღმერთმა არა ქნას!) სისხლიანი ეკლესიური კონფლიქტისა კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებში, სადაც მართლმადიდებელი მორწმუნეების ნახევარზე მეტი არ იზიარებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციას და მოქმედებას! 

P.S. ცნობისთვის,  ანტიოქიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქმა დაგმო კონსტანტინოპოლის მსოფლიო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც მან ცნო უკრაინის მართლმადიდებელი “ავტოკეფალური” ეკლესია და გამოსცა შესაბამისი ტომოსი (საეკლესიო ბრძანებულება, დოკუმენტი, დეკლარაცია), რითაც დაარღვია მოსკოვის და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკური იურისდიქცია! სწორედ ამაზე მიუთითა ანტიოქიის პატრიარქმა იოანემ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების დაუკითხავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ შეთანხმებულ საეკლესიო კანონებს! 

თან დასძინა, რომ პატრიარქის ბართოლომეოსის ეს გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც მცდელობა უკრაინის “ავტოკეფალური” ეკლესიის “დაქვემდებარებისა” კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან! აგრეთვე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეს მოქმედება შეაფასა სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა და უწოდა მას, – “პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონიკურ ნორმებს”! 

მოკლედ, ასე… 

საქართველოს ბრძენი კათალიკოს-პატრიარქი ჰყავს და ვინც მას ეწინააღმდეგება ერში თუ ბერში, აი სწორედ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრების მიერ მოსყიდული, ან უბრალოდ უვიცნი და გამოუსწორებელი ბრიყვები!!!”- აცხადება ჯუმბერ კირვალიძე.
geotimes.ge
blogeri: giorgi frangishvili