უკავშირდება თუარა ლუგანი ფაროსანას.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასავლეთ საქართველოში მასობრივად გავრცელდა მავნებელი აზიური ფაროსანა, რომელმაც თითქმის სრულიად გაანადგურა თხილი, ვაზი, ატამი, ვაშლი, მსხალი, ბოსტნეული (პომიდორი), შემოდგომაზე კი სიმინდს, მზესუმზირასა და სხვა ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურასაც მიადგა (მავნებელი ანადგურებს 300-მდე მცენარეს). აზიური ფაროსანა მცენარის ნაყოფს ხვრეტს და იღებს წვენს, რაც ნაყოფის უჯრედების დაზიანებას, შედეგად კი მოსავლის კატასტროფულ შემცირებას იწვევს. მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა (სპეციალური ტექნიკით ქიმიურად დამუშავდა 80 ათას ჰექტარზე მეტი), მდგომარეობა მაინც კატასტროფულია. სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევანდავითაშვილის განცხადებით, წელს თხილის მოსავალი გაცილებით ნაკლები იქნება წინა წელთან შედარებით. მისი თქმით, თუ თხილის მწარმოებლები მობილიზებას ვერ მოახერხებენ, მომავალ წლებში კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელი იქნება, სახელმწიფოს კი არ აქვს რესურსი, ზარალის სრული კომპენსაცია რომ შეძლოს. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, აზიური ფაროსანას გასანადგურებლად საქართველოს 5-6 წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მოსახლეობამ თხილის ნარგავების გაჩეხვა.

საინფორმაციო სააგენტო Newspost.ge-ს მიერ 28 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, “სამეგრელოს სოფელ კახათისმოსახლეობა, შესაძლოა, თხილისა დასიმინდის მოსავლის გარეშე დარჩეს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ _ აზიური ფრთოსანა უკვე მათ კარ–მიდამოსშეესია. მოსახლეობა მავნებელს საკუთარიძალებით ებრძვის: სახლებიდანგამოდევნილ აზიურ მწერს ცეცხლშიწვავენ. ადგილობრივები შიშობენ, რომმავნებლის შემოსევა მათიჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა. მოსავლის გარეშე დაჩენილი მოსახლეობასურსათის ეროვნულ სააგენტოსადანაშაულებს. ადგილობრივებისგანცხადებით, დროულად არ მოხდანარგავების შეწამვლა, რამაც აზიურიფაროსანას სწრაფი გავრცელებაგამოიწვია _ ის, რაც სამჯერ იყოშესაწამლავი, ერთხელ შეწამლეს, ისიცდაგვიანებით. უცნობია მოსახლეობისთვისმავნებლის გავრცელებით გამოწვეულიზარალი, ადგილობრივები ამბობენ, რომ“წლევანდელი ზამთარი ტრაგედია იქნება”.სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც, რისთვისაც მათ ამერიკული დონორი ორგანიზაციის მიერ დამზადებული ბროშურებიც დაურიგდებათ”(?!).

აი ასე: ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოსომში, როცა, იარაღითა და საბრძოლომასალებით დახმარების ნაცვლად, როგორც ამბობენ, წყალი და პამპერსებიგამოგვიგზავნეს, “სტრატეგიულიპარტნიორი” აშშ აზიურ ფაროსანასთანბრძოლაში არა ტექნიკითა და მცენარეებისშესაწამლავი საშუალებებით, არამედბროშურებით ეხმარება საქართველოსმოსახლეობას.

მაშ, რისთვის მუშაობს საქართველოში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული ბიოლაბორატორია, რომლის მიზანიც ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა? ხომ შეიძლებოდა “სტრატეგიული პარტნიორი” პრაქტიკულად დახმარებოდა საქართველოს ამ მავნებელთან ბრძოლაში, რომელმაც ქართველ გლეხებს მოსავალი გაუნადგურა, და რომლის შედეგადაც, როგორც მოსახლეობა ამბობს, 2017-2018 წლების “ზამთარი ტრაგედია იქნება”?

მავანმა შეიძლება თქვას: რა შუაშია ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია მავნებლებთან ბრძოლაში, ის ხომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ვირუსების გავრცელების საწინააღმდეგო ლაბორატორიააო, მაგრამ, თუგავაანალიზებთ ბიოუსაფრთხოების მხრივსაქართველოში შექმნილ ვითარებასლუგარის სახელობის ლაბორატორიისამუშავებიდან დღემდე, დავინახავთ, რომამ ლაბორატორიას არც მაშინ გაუკეთებია(ყოველ შემთხვევაში ცნობილი არაფერია) რამე, როდესაც ქვეყანაში ღორისა დაფრინველის გრიპი და ჯილეხის (ციმბირისწყლულის) ვირუსები გავრცელდა…

საქართველომ ბიოლოგიური განიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1997 წელს მოაწერა ხელი. ჩვენს ქვეყანასთან აშშ-ის აქტიური თანამშრომლობის ფაზა 2001 წლიდან დაიწყო, როცა ამ სახელმწიფომ, ტერორისტების მიერ ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების მოტივით, სხვა ქვეყნებში შტამებისა და ვირუსების შენახვის ადგილებისა და კვლევებზე კონტროლის დასამყარებლად მუშაობა გაააქტიურა. საქართველო, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ინახებოდა შტამები და იყვნენ მათზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, განიხილებოდა, როგორც ტერორისტების შეღწევის სამიზნე ქვეყანა, და მასზეც გავრცელდა სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ 1991 წელს შემუშავებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამა. 2004 წლის სექტემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ”.

საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორია 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ენდრიუ ვებერი _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში; აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში _ ჯონბასი; საქართველოს მთავრობის იმჟამინდელი თავმჯდომარე _ ნიკა გილაური.

“საქართველოში ამ ლაბორატორიის მშენებლობა გეოგრაფიული მდებარეობითა და აუცილებლობით იყო განპირობებული”, _ აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში _ ჯონ ბასმა.

ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა ანაჟვანია, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ეწვია სენატორი რიჩარდ ლუგარი, მიხეილ სააკაშვილმამისთვის დამახასიათებელი მანერით ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც “სტრატეგიული მნიშვნელობის” მოვლენა. ცენტრის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: “ამ დონის ინვესტიცია საბჭოთა დროს რუსეთს საქართველოში არ ჩაუდია”. სააკაშვილიყველაფერს აკეთებდა ილუზიისშესაქმნელად, რომ აშშ–ის უშუალოდახმარებითა და ინვესტიციითსაქართველოში დაარსდა სამხედროდანიშნულების მძლავრი სტრატეგიულიობიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიულიქმედებების განეიტრალებასემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შტამების საცავის უშუალოდ სამხედრო აეროდრომთან განლაგება დამკვირვებლებში წარმოშობდა ეჭვს ამ პროექტის სამხედრო დანიშნულებაზე.

პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. აი რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბერში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

“ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიცმდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივმოსახლეობაზე. დარწმუნებული ვარ, რომსაქართველოში ადამიანებსა დაცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებსატარებენ. თბილისის ლაბორატორიაშიამზადებენ ციმბირის წყლულს, შავ ჭირსადა ე.წ. ღორის გრიპს. და, თუ მოხდებაუბედური შემთხვევა, საქართველოაღიგვება დედამიწის პირისგან.…ქუთაისშიგაცილებით მეტი ბიოაგენტიადასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღებაექცევა თბილისის ბიოლაბორატორიას. ასევე, მოქმედია ე.წ. მცენარეთალაბორატორია ქობულეთში… 2 წლის წინათლუგარის ლაბორატორიაშიინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდგადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაცგადაიხადეს მედიასაშუალებებისთვისინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ესამბავი, მაგრამ მაინც გრძელდებაარალეგალური კვლევები”.

ჯეფრი სილვერმანის ნათქვამს ადასტურებს ალექსეევკის მკვიდრი, რომელმაც 2016 წლის თებერვალში “საქართველო და მსოფლიოს” განუცხადა, რომ 2012 წელს მოიწამლა მის კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ამერიკული ბიოლაბორატორიის 4 თანამშრომელი _ ფილიპინელები. მათგან 2 გარდაიცვალა. დასახლება ალექსეევკის მკვიდრნი კი უჩივიან თავის ტკივილს, მაღალ წნევას, საშინელ სუნს, რომლის გამოც ზაფხულში ფანჯრებს ვერ აღებენ და ამ ყველაფერს ბიოლაბორატორიის ამოქმედებას აბრალებენ.

“ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე, ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევით ინსტიტუტთან, ამასთანავე, ამერიკულ სამხედრო პერიოდიკაში იგი მოიხსენიებოდა, როგორც “უცხოეთში მოქმედი კვლევითი ქვედანაყოფი”.

ამ პერიოდში ლაბორატორიის საქმიანობაიდუმალების ბურუსით იყო მოცული დაპრაქტიკულად არ არსებობდა საჯაროპუბლიკაციები მისი სამეცნიეროსპეციალიზაციის მიხედვით. ესწარმოშობდა ჭორებს ლაბორატორიაშიბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნის, საქართველოში დაავადებათა გამომწვევიშტამების შემოტანის, პირუტყვზე ცდებისჩატარების თაობაზე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გამოქვეყნდა. “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოართვა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს) დაუქვემდებარა. ლაბორატორიაში მუშაობს 90 ადამიანი, მათგან 20 _ უცხოელი. საინჟინრო პერსონალს ხელფასს აშშ უხდიდა. შენარჩუნებულია საგრანტო დაფინანსება უცხოეთიდან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განსახორციელებლად, გრძელდება კონტაქტები უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტთან (აშშ). ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ყველაზე შემაშფოთებელია ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევები. აშშ-ს, ფაქტობრივად, აქვს შესაძლებლობა, საკუთარ საზღვრებს მიღმა ჩაატაროს სახიფათო ცდები, საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე. კონტროლდება თუ არა ამგვარი კვლევების უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, გაურკვეველია. ამერიკული ბაქტეოროლოგიური ცენტრების მომრავლება კავკასიაში მკვეთრად ზრდის სახიფათო ვირუსების გავრცელების რისკს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას”, _ ეს არის ამონარიდი გლობალური კვლევების ცენტრის მიერ 2016 წლის ივლისში წარმოადგენილი საექსპერტო კვლევიდან.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
blogeri: giorgi frangishvili.