დომენიკ მანგო მეგობარმა ამხილა!

ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ  ვინმე დომენიკ მანგოს, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ არის აგრესიული, უტაქტო და უზრდელი.

ის გერმანიაში იყო და რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა. დომენიკმა იფიქრა, რომ აქ ჩამოსვლისას თაყვანისმცემელთა და მტერთა არმია დახვდებოდა,თუმცა მწარედ შეცდა და აღმოაჩინა, რომ ის არავის არ აინტერესებს. 

ხან რა პროვოკაცია სცადა, ხან გზაზე დადგა და მანქანების მოძრაობა შეაჩერა, რომ ვინმეს ეცემა და ფაქტები ჰქონოდა, თუმცა არ გამოუვიდა.

ამ რამდენიმე დღის წინ კი იაფფასიანი ვიდეოსანახაობა დადგა, თითქოს ქართველი მამაკაცები იარაღის მუქარით პატრიარქისათვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მაგრამ სახეზე ტომატწასმული მანგოს ეს იაფფასიანი შოუც ჩავარდა და იმ ადამიანებმაც კი არ დაიჯერეს, ვინც ფოტოშოპში დამზადებულ ღრუბელზე გამოსახულ იესოს ხატზე პირჯვარს იწერს.

ახლა კი ორიოდე სიტყვით დომენიკ მანგოს გეგმების შესახებ. როგორც მისი ახლობელი, გერმანიში მცხოვრები ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე ამბობს, დომენიკი იქ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით იმყოფებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მან ამ სტატუსის მიღებაზე უარი იმ მოტივით მიიღო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ არავის არ ჩაგრავენ რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით.

დომენიკ მანგო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცდილობს ისეთი პროვოკაცია მოაწყოს, რომ სცემონ და შემდეგ ამის დამადასტურებელი ფაქტებით გერმანიის ხელისუფლებას მიმართოს, თუ როგორ ჩაგრავენ მისი ორიენტაციისა თუ განსხვავებული შეხედულებების გამო.

ამ ყველაფერში კი მთავარი არის ის, რომ დომენიკ მანგოს ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი, რადგან ის იმიჯს ულახავს ქვეყანას და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ აქ ცხოვრება არის საშიში, ეს ყველაფერი კი ნეგატიურად ისახება საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია, რომ სხვა ბევრი ქართველიც არის წასული გერმანიში, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მიღების სურვილით მზად არიან საკუთარ ქვეყანას ლაფი მოსცხონ და ილაპარაკონ იმაზე, რაც არ ხდება.”– წერს ლევან გობრონიძე

radio24.ge