TVM NEWS მედია ჯგუფი და რუბრიკა ლაივ-ნაბიჯები იუბილეს ულოცავს რესტორან ლაზიკისა და ხინკლაურას სულისჩამდგმელ – ნიკოლოზ ხრიკაძეს.
საზოგადოების საყურადღებოდ, ბატონი ნიკოლოზი გახლავთ დარბაისელი, ჭეშმარიტი ქართველი, ძალიან მეგობრული და ფასეული ადამიანი, კაცი, რომელიც თავისი ბიზნესმენობის და მაღალი სტატუსის მიუხედავად აშკარად იმსახურებს საკუთარი თანამშრომლების სიყვარულსა და პატივისცემას. სწორედ ამიტომ იგი არის თავის საქმეში წარმატებული ხელმძღვანელი, რადგან აფასებს საკუთარი თანამშრომლების შრომასა და მონდომებას. ბატონო ნიკოლოზ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და თქვენი მიზნების 100% ასრულებას!
სუფრას მუსიკალურად გვიფორმებდნენ ინტერნეტ სივრცეში დღეს-დღეობით ყველაზე პოპულარული ბიჭები, რომელთა ინტერვიუებსაც ახლო მამავალში შემოგთავაზებთ ჩვენი ლაივ-ნაბიჯები. პოპულარული ბიჭები დღეს წარმოადგენენ ლაზიკისა და ხინკლაურას მუსიკალურ ბენდს, ამიტომ არაჩვეულებრივ კერძებთან ერთად გელით რესტორნების ქსელი ნამდვილი ქართული ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს, პოპ მუსიკალური ბიჭების ბენდი არ მოგაკლებთ მუსიკალურ სიამოვნებას.
ცნობისათვის ნიკოლოზმა საკუთარი იუბილე მხოლოდ ვიწრო ოჯახურ გარემოში აღნიშნა, როგორც თავის თანამშრომლებს ოჯახის წევრებად მოიხსენიებს, ალბათ ცოტა გასაკვირია, თუმცა სანამ ბოლო თანამშრომელი არ შემოუერთდა საიუბილეო სუფრას იუბილარმა ერთი სადღეგრძელოც არ შესვა.