ღორის გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი!
ტრაგედია ფონიჭალაში, დიღომში!
გორში სასტიკად ნაწამები და მოკლული ბავშვი!
ტრაგედია ხადაში!
რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?
ყოველ დღე ისეთი საშინელება ხდება, გასული დღის ტრაგედიას გავიწყებს…
აი, სადამდე მივედით!
უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი ყვავის ყველგან!
ყველა სფეროში!
არა სწავლა, არა განათლება, არა რწმენა, მხოლოდ აღვირახსნილი თავისუფლება, რომელსაც ადამიანი საბოლოოდ პირუტყვულ მონობამდე მიჰყავს!
მიდი და მოუწოდე ემიგრანტებს სამშობლოში დასაბრუნებლად!
ბოროტება რომელიც თავს გვაყტყდება, ჩვენი ბრალია! ყოველდღიურად უამრავი ბოღმის, შურის, ცინიზმის, უმადურობის, ცილისწამების და დევნის მსხვერპლია ადამიანი. აქ ყველაფერი შეიძლება დაგაბრალონ და ამაზე პასუხი არავინ აგოს! ჩვენთან მორალური განადგურება, რომელიც ხშირად ფიზიკურზე სასტიკია, ერთი სიტყვით გამოისყიდება, “მაპატიე” ესეც საუკეთესო შემთხვევაში! როგორ ფიქრობთ, ეს უარყოფითი ენერგია უკვალოდ ქრება? სამყაროში ხომ არც ერთი სიტყვა და გულის ზრახვა არ ქრება, ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და გვანადგურებს?
აივსო სოციალური ქსელი ერთდღიანი მწუხარებით… მოდი, მაგ მოთქმა-ვაების ნაცვლად თქვი, რომ სხვას არასოდეს გაჭორავ! განკითხვაზე უარის თქმა კიდე სხვა სიმაღლეა… იმიტომ რომ ის შესაძლოა ამაღამ გაზმა გაგუდოს, ან მძინარე მძღოლი დაეჯახოს ქუჩაში და ყველაფერი ერთ წუთში დასრულდეს! მთავრობის, ორგანიზაციების დადანაშაულება კიდევ ერთხელ, თავის მოტყუებაა… დამნაშავეა ყველა და ჩვენც, მათ შორის… გამათბობლებს თვითნებურად ამონტაჟებენ ადამიანები. ვიცით, რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც…
წესრიგი იწყება ჩემიდან!
ქვეყნის განვითარება იწყება ჩემით!
წარუმატებელი რომ ვარ, ეს სხვისი ბრალი არ არის, მე ვიზარმაცე, არ მოვითმინე, არ ვიშრომე!
და მხოლოდ შური, შური, შური და არასოდეს დადანაშაულებული საკუთარი მე!
იანვარი დღესასწაულების თვეა და ადამიანები გამუდმებით ბედნიერებას უსურვებენ ერთმანეთს, მაგრამ რგორც კი ბედნიერს ნახავენ, იმ ბედნიერებისა შურთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გააუბედურონ! მერე ახლიდან იწყება “გვერდში დგომა” და “კეთილი სურვილები”…
დაუსრულებლად…
როგორც კი ჩემთან სიხარული მოდის, მას აუცილებლად მოსდევს დიდი სილა, შეურაცხყოფა, ლანძღვა, ცილისწამება და მერე იაფასიან სადღეგრძელოებში და სოციალურ ქსელში ახსნილი სიყვარული!
ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასზე დიდ ეშმაკად გვაქციოს და ჩვენც სიამოვნებით ვემორჩილებით ჩვენივე ნებით, ოღონდ კი ჩვენი მსუქანი ამპარტავნება არავინ შეარხიოს!
ტრაგედიის ზარი ადამიანს აფხიზლებს…
მართალი მსხვერპლი უკვალოდ არასოდეს ქრება…
ვიღაც დაფიქრდება, ვიღაც უკეთ გაიაზრებს საკუთარ ცხოვრებაში სხვისი სიცოცხლის ფასს!
სამყაროში არაფერი იცვლება, ყოველთვის მსხვერპლი იწირება ჯალათების გადასარჩენად…
უფალო, სინანული მოგვეცი…
დედაღვთისმშობელო, ნუ მიგვატოვებ…!!!” – წერს სოციალურ ქსელში მღვდელი დავითი (ოქრუაშვილი).
Advertisements
REPORT THIS AD
REPORT THIS AD
SHARE THIS:
342Click to share on Facebook (Opens in new window)342Click to share on Twitter (Opens in new window)Click to share on Google+ (Opens in new window)Click to print (Opens in new window)Click to share on LinkedIn (Opens in new window)Click to share on Pinterest (Opens in new window)Click to share on Telegram (Opens in new window)Click to share on Tumblr (Opens in new window)
RELATED
მამა სერაფიმე დანელია: “დაბადების დღის სამახსოვრო ქალიშვილისთვის…”In “კატეგორიის გარეშე”
„TV პირველი” თუ მეორე „რუსთავი 2”?In “კატეგორიის გარეშე”
მამა შალვა: “ამ პოსტის დაწერისგან დიდხანს ვიკავებდი თავს”In “კატეგორიის გარეშე”
Published by ქართული ბლოგი
ყველაფერი ქართული View all posts by ქართული ბლოგი
January 17, 2019
კატეგორიის გარეშე
Post navigation
ვიცოდეთ სიმართლე – მამა თეიმურაზ ქორიძე
Leave a Reply
Your email address will not be published.Required fields are marked
Notify me of new comments via email.
Search for:
Advertisements
REPORT THIS AD
BLOG AT WORDPRESS.COM.
UP ↑
Create