მსოფლიოში შესაძლოა მალე ყავა გამოილიოს

ყავის 124 ჯიშიდან, 60% გადაშენების პირასაა, მსოფლიოში შესაძლოა ყავა გამოილიოს

მეცნიერებმა მსოფლიოში არსებული ყავის ხეების სრულყოფილი შეფასება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე არსებული ყავის 124 ჯიშიდან, 60% გადაშენების პირასაა.

ყავის მოსადუღებლად მხოლოდ ორ ჯიშს იყენებენ, თუმცა მათი არსებობაც რისკის წინაშე დგას.

როგორც მეცნიერები განმარტავენ 60% ძალიან მაღალი და შემაშფოთებელი მაჩვენებელია.

კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებების პირობებში, საფრთხის წინაშე დგას ყავა ‘არაბიკა’. მისი რაოდენობა უახლოეს წლებში შესაძლოა 50%-ით შემცირდეს, 2088 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ჩვენ რეალურად მხოლოდ ორი სახეობის ყავის მარცვლებისგან დამზადებულ სასმელს მივირთმევთ, ესენია Coffea Arabica და Coffea Robusta. დედამიწაზე კიდევ 122 სხვა სახეობა არსებობს, რომელთა არომატიც დასალევად არ გამოდგება. თუმცა მათში არსებული გენების გამოყენებით, სამომავლოდ ყავის სხვადასხვა სახეობის შენარჩუნებაა შესაძლებელი.

“პრაიმტაიმი”