ნატო გელაშვილი: ,,მისი ხელი მეჭირა ხელში, ვხედავდი მარტო გიოს და ყველა მის მოძრაობას ვაკვირდებოდი” – ვიდეო

„…ყველას აქვს ცხოვრებაში განსაცდელი, კი, პრობლემატურია, მაგრამ ვიცი, ამასაც მოვერევი. მთელი ცხოვრება ომში ვარ, არა ჯანმრთელობის მხრივ, ზოგადად – ცხოვრებით, მარტო დარჩენით, დედ-მამა ადრე წავიდნენ ამ ცხოვრებიდან… ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ გადავლახავ, ამ ქუდსაც მოვიხსნი და ჯოხსაც გადავაგდებ. ყველას ჰგონია იმიჯის ამბავი, მაგრამ მართლა დამჭირდა… ესეც დროებითია, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. სიმღერა, კონცერტები, ადამიანებთან ურთიერთობა სტიმულს მაძლევს და დიდ ენერგიას. ამ ენერგიით ყველაფრის დამარცხება შეიძლება. ნაცნობებისა და უცნობებისგან ძალიან დიდი სიყვარული დავინახე. ამდენი ხალხი რომ შეწუხდა, მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო“. –  წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში ყველასათვის საყვარელი მომღერალი მას მერე, რაც მისი ავადმყოფობის ამბავი გავრცელდა.

სამწუხაროდ, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მან გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფილარმონიაში კონცერტი გამართა, სადაც მეგობრებთან ერთად დუეტებიც შეასრულა. ამ დღეს მომღერალი ნატო გელაშვილი ასე იხსენებს:

-ბედნიერი ვარ, რომ გიომ თავისი ვარსკვლავი დატოვა, ხალხში სიყვარული დატოვა…  ეს იყო ყველაზე რთულად სამღერი „ნუში“ ჩემს ცხოვრებაში. არასდროს დამავიწყდება ეს საღამო. იმის გარდა, რომ უნდა მემღერა, კიდევ ძალიან ბევრი განცდა მქონდა შიგნით. მისი ხელი მეჭირა ხელში, ვხედავდი მარტო გიოს და ყველა მის მოძრაობას ვაკვირდებოდი, ვნერვიულობდი, ძალიან ვნერვიულობდი. ამიტომ ყველაზე რთულად შესასრულებელი იყო ეს დუეტი ჩემთვის.

პრაიმ ტაიმი

https://www.facebook.com/100015496143440/videos/348893758970493/