კახა კალაძე: „მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე ადგილს ვაფართოებთ გამოსაქანებლად და ხაბეიშვილს, მიშას და შალიკოს შეუძლიათ აბრძანდნენ და… ნუ, მიშას არ გამოუვა, მიშას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს…“

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ხუმრობით უპასუხა და თქვა, რომ მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე ფართოვდება ადგილი „გამოსაქანებლად და ხაბეიშვილს, მიშას და შალიკოს შეუძლიათ აბრძანდნენ და… ნუ, მიშას არ გამოუვა, მიშას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს…“

„არ ვიცი ეხლა, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, თუმცა ერთ საინტერესეო დეტალს გეტყვით. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო – ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარს შეიცავს. ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით და გვქონდა ბიზნესსექტორთანაც შეხვედრა, გავაცანით, საკმაოდ დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ, ადგილს ვაფართოებთ გამოსაქანებლად, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, აბრძადნენ და… ნუ, მიშას არ გამოუვა, მიშას ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, უფრო…“ უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ და დაამატა: „როგორიც არის გამონათქვამები, ისეთია პასუხები, ძალიან მარტივია“.
alia.ge guardian.ge
blogeri: giorgi frangishvili.