არ უნდა დააქანო ახლა ეს უტიფარი რაზგონით? – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ყაზტრანსგაზის მფლობელი კომპანის ხელმძღვანელ დავით ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება.

“არ უნდა დააქანო ახლა ეს უტიფარი რაზგონით ჯომოლუნგმადან?”– წერს ფოფხაძე.

განცხადებაში, რამაც სოც.ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა, ნათქვამია:  “3-4 დაღუპულის გამო მთელ საქართველოს გაზს ვერ შევუწყვეტთ.

“ყაზტრანსგაზის” მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი, რომლის კომპანიაც “ყაზტრანსგაზი”-ს მფლობელია, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დიახ, ვადასტურებ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის” მფლობელი კომპანია ჩემს საკუთრებაშია, მაგრამ ამ ფაქტის კომპანიაზე გადმობრალება არასწორი მგონია. ეს არის უბედური შემთხვევა, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება და სწორად გამიგეთ, სამი ოთხი დაღუპულის გამო, სრულიად საქართველოს გაზის მიწოდებას ვერ შევუწყვეტთ. გასაგებია, რომ ტრაგედია დატრიალდა და მეც ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მაგრამ ამ ფაქტში კომპანიის დადანაშაულება არალოგიკურად მიმაჩნია”-ნათქვამია დავით ბეჟუაშვილის განცხადებაში.

multimedia.ge