ქუთაისის მერია სატელეფონო მომსახურეობაში 60 000 ლარს იხდის. კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მერიამ მიმდინარე წელს ხელშეკრულება კომპანია “მაგთიკომთან” გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის მარტიდან მომავალი წლის 31 იანვრამდე კომპანიამ სატელეფონო მომსახურეობა უნდა უზრუნველყოს.
თვის განმავლობაში მერიას სატელეფონო მომსახურეობა დაახლოებით 5 000 ლარი უჯდება.
ამ დროისთვის კომპანიის ანგარიშზე დარიცხულია დაახლოებით 18 000 ლარი.
გასულ წელს აღნიშნულ მომსახურეობაზე 65 000 ლარი დაიხარჯა,
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
http://newpress.ge