მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.
მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ კარაბამიდი, რომელიც ტერმინალმა უნდა გადაამუშაოს, ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათოა.
ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
“ტერმინალი ქალაქს ემუქრება გაქრობით, ამას ვერ დავუშვებთ და ბრძოლას არა მარტო დღეს,არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ”- განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ალეკო თევზაძემ.
ტერმინალის მშენებლობის პროექტს ხელი უკვე მოეწერა და ისი მშენებლობა გაზაფხულიდან იგეგმება, რომლის მეშცეობითაც ცენტრალური აზიიდან ევროპაში მინერალური სასუქების, კერძოდ კარბამიდის გადაზიდვა მოხდება. ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ამერიკული კორპორაცია Trammo, კორპორაციის პრეზიდენტმა ხელშეკრულებას ხელი 14 იანვარს ბათუმში მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს საქართველის ეკონომიკის მინისტრი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ტერმინალი უსაფრთხოა.
ტერმინალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებიც გაიმართა, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი პარალელურად პერმანენტულ აქციებს აგრძელებს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროტესტი რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან ტვირთები, რომელიც აზიიდან ბათუმში გადაიზიდება, ევროპაში ამჯერად რუსეთის გავლით გადააქვთ. პორტის ადმინისტრაციის ცნობით ტერმინალის ამოქმედების შემდეგ პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება.
ipress.ge
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.