ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციიაციის ყოფილი თავმჯდომარე:
_ თუ თქვენთვის სულერთი არ არის, როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ თქვენ და თქვენი შვილები, შემოგვიერთდით – ხვალ, 10:30 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ გაიმართება აქცია (ბოჭორმის 12, მეტრო 300 არაგველთან 2 წუთის სავალზე).
ვითხოვთ, რომ ჩინჩალაძე-მურუსიაძის კლანმა დატოვოს სასამართლო სისტემა, მოსამართლეებად კი დაინიშნონ/აირჩნენ მხოლოდ პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანები.
ნუ დაგეზარებათ, ნუ იფიქრებთ, რომ სხვები გააკეთებენ თქვენს გასაკეთებელს. როგორც ქვიშაზე ვერ აშენდება სახლი, ისე ვერ იქნება დაცული თქვენი, ჩვენი მომავალი, თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო.
ეს ყველას საქმეა, იმიტომ რომ სამართალი ყველას სჭირდება.
მოდით!
eurevs.ge
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.