2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1,576,508,500 დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში 4 მილიარდს აღემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.
ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც $457 მილიონი შემოვიდა. ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.
გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების ოცეული:
რუსეთის ფედერაცია – $457 მილიონი;
იტალია – $191 მილიონი;
საბერძნეთი – $170 მილიონი;
აშშ – $159 მილიონი;
ისრაელი – $151 მილიონი;
თურქეთი – $105 მილიონი;
ესპანეთი – $41.6 მილიონი;
გერმანია – $41 მილიონი;
უკრაინა – $28 მილიონი;
აზერბაიჯანი – $20 მილიონი;
საფრანგეთი – $19 მილიონი;
პოლონეთი – $18 მილიონი;
ყაზახეთი – $16.8 მილიონი;
გაერთიანებული სამეფო – $16 მილიონი;
კანადა- $13 მილიონი;
კვიპროსი – $11.5 მილიონი;
ყირგიზეთი – $11.2 მილიონი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.8 მილიონი;
ერაყი – $9.7 მილიონი;
სომხეთი – $9.1 მილიონი.
Busines.media.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.