ვირუსი, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

იმის მიუხედავად, რომ მმართველი  გუნდის წევრების უმრავლესობა და  საზოგადოდ,  სრულიად საზოგადოება  წინააღმდეგი იყო, პარლამენტმა  სახალხო დამცველად მაინც ნინო ლომჯარია აირჩია. არადა,  მანამდე ლომჯარიას საქართველოს კათალიკოს–პატრიარქისთვის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია II-სთვის ისეთები ჰქონდა ნათქვამი, ანათემას უნდა ყოფილიყო გადაცემული. რაკი ლომჯარია ე.წ.  ქვიართემის წარმომადგენელთა აქტიური დამცველი გახლდათ, მაშინვე ითქვა,  რომის ლგბტ საზოგადოების ინტერესებს  უფრო დაიცავდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეებისას. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა. ლომჯარია ხმალამოღებული იბრძვის, როცა საქმე ლგბტ თემის წევრს ეხება, ხოლო როცა რიგითი ადამიანის პრობლემაზეა  საუბარი, მისი დაგვიანებული ან,  საერთოდ,  უარყოფილი  კომენტარები არაფრის მთქმელია.

სწორედ საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება, რომლითაც გარკვევით თქვა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ანუ ოჯახს მისცა ისეთი განსაზღვრება, როგორიც, ათასწლეულებია, საქართველოშიარსებობს. ის, რომ  ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია  მხოლოდ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გათავისებული აქვს,  მაგრამ როგორც ირკვევა, ეს სახალხო დამცველს არ მოსწონს.

“კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობა) აღიაროს”, _ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, ლომჯარია ითხოვს, რომ საქართველოში ოფიციალურად დაკანონდეს ჰომოსექსუალთა,  ბისექსუალთა, ლესბოსელთა და სხვადასხვა გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მიმდევართა ქორწინება. მეტიც, სახალხო დამცველის აპარატში იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნული კანონის მიღება საქართველოში ტურიზმს განავითარებს და ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ წყვილები, რომლებიც აქ დაქორწინდებიან, თაფლობის თვეს გაატარებენ, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ეს აკრძალულია, და თურმე ამით ადამიანის უფლებები ირღვევა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საინტერესო იქნება, ბავშვები, რომლებიც საქორწინო ცერემონიასა და ესკორტს ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებიან და უხარიათ, როცა დაინახავენ, როგორ კოცნის კაცი კაცს, ან ქალი _ ქალს ან ვიღაც _ რაღაცას (ძაღლზე, კატასა და ხეებზეც ქორწინდებიან) და გაფართოებული თვალებით
ჰკითხავენ მშობელს _ რა ხდება?! რამდენს გაქვთ პასუხი,
5-6 წლის ბავშვს აუხსნათ, რა ხდება?! რატომ არის, რომ ბავშვის ოჯახში დედა და მამაა, აი, 
იქ კი, რაც ნახა _ დედა და დედა, 
ან მამა და მამა?! როგორ უნდა  დააჯეროთ შვილს, რომ ესარის  ჩვეულებრივი მოვლენა, რომ კონსტიტუციით ამის უფლება აქვთ, რომ იმათ შვილი არასდროს ეყოლებათ და ამიტომ ბავშვს იშვილებენ, 
გაზრდიან და… და რა?! არც არაფერი,  ბავშვი ან ვერ გაიგებს, ან გაიგებს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, გარდატეხის ასაკში ქალი შეუყვარდება თუ კაცი, ძაღლი თუ კატა და, რაც მთავარია, მას კანონი დაიცავს.

ერთი შეხედვით, თითქოს გამორიცხულია,  საქართველოში აღნიშნული კანონი მიიღონ, მაგრამ იმავე ერთი შეხედვით,  გამორიცხული ჩანდა სახალხო დამცველადლომჯარიას არჩევაც, მაგრამ ავირჩიეთ. გამორიცხული ჩანდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი და მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან, მაგრამ ვსაუბრობთ და არამხოლოდ ვსაუბრობთ, მოთხოვნებსაც გვიყენებენ, გინდა თუ არა, უფლება მოგვეცით ოჯახები შევქმნათო. რაც მთავარია, უკვე ძალიან, ძალიან ცუდ ტონად ითვლება ლგბტ თემის წარმომადგენლის გაკრიტიკება და ამიტომ პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, მათ თავზე ხელი გადაუსვან, სხვა შემთხვევაში, ჰომოფობიაში დაადანაშაულებენ, გააკრიტიკებენ, გადაცემებს მიუძღვნიან, “დაჩაგრულ ჰომოსექსუალებს” ცხარე ცრემლით ატირებენ შოუებში და კაცის თვალებზე წასმულ მაკიაჟს ცრემლი რომ დანამავს და ლოყაზე შავ ზოლად ჩამოეღვენთება, მოხერხებული ოპერატორი ფართო კადრით აიღებს, რათა საზოგადოებას მთელი სიმძაფრით დაანახვოს, როგორ დაჩაგრეს ლგბტ თემის ამაყი წევრი…

სხვათა შორის, რუსეთში ჰომოსექსუალთა პროპაგანდა კანონით არის აკრძალული. აკრალულია დემონსტრაციებისა და შეკრებების ჩატარება და ამის გამო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ევროპა და ამერიკა აკრიტიკებს. აკრიტიკებს მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ამის გამო სიკვდილითაც კი სჯიან. ისე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო რამ თქვა: “ჩვენთან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა აკრძალული და არა თვით ეს ადამიანები. ავიღოთ თუნდაც ელტონ ჯონი,  ის რუსეთში მილიონობით ადამიანს უყვარს და უსმენს, თუ მას რუსეთში სურს კონცერტის გამართვა, პრობლემა არავის ექნება,  პირიქით, მის კონცერტზე ასიათასობით ადამიანი მივა…”

და რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლესობას რუსების ასეთი მიდგომა მოსწონს. თუ არ გჯერათ, გადით ქუჩაში, ხალხში გადით, ჰკითხეთ მოსახლეობას, რას ფიქრობს ამ საკითხზე და მოსწონს თუ არა რუსეთის პოზიცია, ნახავთ, რა პასუხს მიიღებთ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია მძვინვარებს და მოსახლეობა პასუხს ითხოვს, საიდან და რა ფორმით გავრცელდა საქართველოში ეს საშინელი დაავადება. ვირუსი, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ევროპამ და ამერიკამ უკვე მოინელა, იქ აღარ არის შემთხვევები, ჩვენთან კი რატომღაც ეპიდემიამ იფეთქა. საინტერესოა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ეჭვი საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე მიიტანა. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად განიხილავენ ამ თემას და კითხვაზე პასუხი, რას ემსახურება ლუგარის ლაბორატორია საქართველოში, უბრალოდ, არ გვაქვს. არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ამერიკას ანალოგიური ლაბორატორიის აგება თავისტერიტორიაზეც შეეძლო, უფრო იაფიც დაუჯდებოდა ექიმების შენახვა და ექსპერიმენტებსაც თამამად ჩაატარებდა, მაგრამ იქ კანონი კრძალავს ამას.  ჩნდება კითხვა: რატომ ვაკეთებინებთ ამერიკელებს ჩვენთან იმას, რასაც კრძალავენ თავიანთ ტერიტორიაზე?  ასევე საინტერესოა ისიც, რომ მოსახლეობამ ნომერ პირველ მტრად გამოცხადებულ რუსეთზე კი არ მიიტანა ეჭვი, აქაოდა,  ჩრდილოელი მეზობელი ხომ არ გვიწყობსდივერსიასო, არამედ ამერიკულ ლაბორატორიაზე, პირველ სტრატეგიულ პარტნიორზე (და, ალბათ, ამ გრიპის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელ ტრანსნაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიაზე, რომელიც იქვეა  ბაზირებული).

თვით ეს ფაქტი მრავლისმთქმელია. იმის მიუხედავად, რომ ათეული წლების განმავლობაში ცხვირში გვტენიან ევროპულ და ამერიკულ ღირებულებებს; გვაჯერებენ, რომ რუსეთი ყველაზე დიდი მტერია და ჩვენი განადგურება უნდა, ქვეცნობიერი, თვით გადარჩენის ინსტინქტი მაინც გვეუბნება, რომ რაღაც ისე არ არის. რაღაც ისე არ არის, როცა იგივე ევროპა და ამერიკა ნარკოტიკების მავნებლობაზე საუბრობს, კანონებს ამკაცრებს და ამ დროს ჩვენ ნარკოლიბერალიზაციისკენ მოგვიწოდებს. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰომოსექსუალთა მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო აკრიტიკებენ, მაგრამ რბილად, ზედაპირულად, ჩვენ კი კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებენ, _ როგორ გაბედეთ და კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რომ ოჯახი ქალის და კაცის კავშირიაო.

ცნობისთვის: რუსეთში, ჰომოსექსუალთა პროპაგანდის გარდა, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა ყველანაირი სექსის პროპაგანდა. სხვადასხვა  მიმდინარეობა(იეჰოვას მოწმეები, 50-იანელები, ქრისტეს სახლის მიმდევრები) იატაკქვეშეთში გადავიდნენ და მათ კანონი დევნის. ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მოსწონს, მაგრამ არავინ იღებს ხმას, როცა საქართველოშიანალოგიური მიმდინარეობები სასათბურე პირობებში არიან. ეს იმიტომ,  რომ ევროპა და ამერიკა გაგვიბრაზდება: ადამიანის უფლებებს ლახავთო. სწორედ ამის გამო, საქართველოში 50-ზე მეტი რელიგიური მიმდინარეობა დარეგისტრირდა და მათ უმრავლესობას სულ ათი კაცი წარმოადგენს. ამ ათ კაცს კი სწორედ ევროპული და ამერიკული ფონდები კვებავენ და ისინიც ჩვენ მიერ შექმნილსასათბურე პირობებში ეწევიან ჩვენსავე გამხრწნელ საქმიანობას. რატომ?  რისთვის? იმიტომ ხომ არა,  რომ საჭიროდროს ამ ყველაფერს  კასეტური ბომბის ეფექტი ჰქონდეს საქართველოსთვის?!  ხომ არ არის ეს სამომავლოდ ჩადებული ნააღმები, რომელზეც საქართველო ადრე თუ გვიან აფეთქდება?!

ფაქტია: საქართველო ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა, ევროპა თუ ამერიკა კი ყურადღებით აკვირდება, რა მოხდება ჩვენთან ამა თუ იმ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ. აგერ ჰომოსექსუალებისა და ოჯახის თემა გააქტიურდა, იქეთ ვირუსი მძვინვარებს და ხალხის რეაქციებზე დაკვირვება გამადიდებელი შუშით მიმდინარეობს. ამ ყველაფრის შემდეგ დაინტერესებულ სახელმწიფოებს ზუსტად ეცოდინებათ, ეპიდემიისას როგორ იქცევა საქართველოს მოსახლეობა, როგორ იქცევა მაშინ, როცა ტრადიციულ ღირებულებებს ეხებიან; შემდეგ ეტაპზე კი უფრო დახვეწენ, უკეთ შეფუთავენ, რათა მძაფრი რეაქციები შეამცირონ, უკეთესად შემოგვაპარონ ის, რაც რეალურად არ გვინდა; იმის იმედად არიან, რომ, ადრე თუ გვიან, ბრძოლით დავიღლებით, მაგრამ ბრძოლაში დაღლილი საქართველო ჯერ არავის უნახავს და…
ბესო ბარბაქაძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.