„წყლის მოვარდნის შემთხვევაში ენგურზეც იგივე რისკია, რაც ვერეს ხეობაში მოხდა“

(რეზონანსი) კომპანია „ჰერბის” ხელმძღვანელი რამინ ჯომიდავა „ახალ თაობასთან” ინტერვიუში იმ ორი პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებიც მდინარე ენგურსა და შავ ზღვაზე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფის რისკს ხედავს.

” ჩვენ გაკეთებული გვაქვს პროექტი, რომელიც მოიცავს მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდას, რათა წყალმა იმოძრავოს. ავარიული გაშვებისას როდესაც ხდება წყლის მასის გაშვება, მაშინ წყალი მოძრაობს 400 მეტრკუბი წამში სისწრაფით. ამ დროს წყალი ვერ გადის კალაპოტიდან და იტბორება ხალხი. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რომ იყოს წყლის მოვარდნა, როგორც ეს ვერის ხეობაში იყო რამდენიმე წლის წინ, ეს რომ მოხდეს იქაც, კატასტროფა მოხდება. ალბათ სამეგრელოს ჩარეცხავს, რადგან წყალს გასაშვები არ აქვს.

გაეროში არის დადგენილება, რომ პატარა კაშხალიდან დაწყებული და დიდი კაშხალით დამთავრებული, კალაპოტები უნდა გაიწმინდოს. გაეროს ამ დადგენილებას საქართველოც არის შეერთებული. წყალი დიდ წყალსაცავები, როგორიც ენგურის წყალსაცავია, უნდა მოძრაობდეს მინიმუმ 2500 მეტრ კუბი წამში სისწრაფით. ეს მოთხოვნა არსებობს, ამიტომ ეს განიხილა ყველამ. მათ შორის სამინისტროებში, პარლამენტში. მას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ მერე საკითხი წინ არ მიდის. ამიტომ გაუგებარია ეს მიდგომა.

ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ მერე დავიწყოთ მუშაობა?! ურემი რომ გადატრიალდება, აი ის ვარიანტია ასეთი მიდგომა”, – ამბობს რამინ ჯომიდავა.

geoinformer.tk