საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 30 ათას 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო მიიღო, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.
“პატრიოტთა ალიანსში” გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და ზურაბიშვილისთვის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა. პატრიოტთა ალიანსმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გაასაჩივრა.
multimedia.ge