21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. სხვა დღეს გააცანით თქვენი კრეატიული იდეები კოლეგებს. შეიძლება ახალი პარტნიორი ან მიმდევარი გამოგიჩნდეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კურო 
მოულოდნელობამ შეიძლება დაგეგმილი დღე აგირ-დაგირიოთ. შეიძლება მოგიხდეთ გარემოს შეცვლა, სასიამოვნო საქმიანობაში ჩართვა. ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

ტყუპი
წვრილ-წვრილი წარმატებების დღეა. შემოქმედებით იდეებს მარტივად განახორციელებთ. მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად შეიძლება ორიგინალური, კრეატიული პროექტი დაიწყოთ.

კირჩხიბი
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, დაზოგეთ ძალები. არაფერი დაგეგმოთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ, მოსალოდნელია ცვლილებები. კონფლიქტები მშვიდად მოაგვარეთ

ლომი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს. ზოგიერთს მოულოდნელი მგზავრობა, შეხვედრა ელის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, მეზობლებთან.

ქალწული
ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვოთ. არ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ, მაინც არ გამოგივათ იდეალურად. შეიძლება საინტერესო საქმიანობა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შემოგთავაზონ.

სასწორი 
დილიდან რთული საქმეების მოგვარებას ნუ შეუდგებით. საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. განსაკუთრებით, სექტემბერში დაბადებულებს. მოერიდეთ ემოციურ აღგზნებადობას, ამას უძილობა მოსდევს.

მორიელი
მოაწესრიგეთ გარემო თქვენ გარშემო, ნივთები, საქმეები. იყავით მეტად დაკვირვებული. განსაკუთრებით, დეტალებისადმი. აკონტროლეთ სიტუაცია. შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად მოგიწიოთ მუშაობამ.

მშვილდოსანი
დღეს გარემოსა და გარშემო მყოფებზე იქნებით დამოკიდებული. პატიოსნად შეასრულეთ პროფესიული ვალდებულებები. აკონტროლეთ თქვენზე დამოკიდებული თანამშრომლები.

თხის რქა
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. ნუ ეცდებით ყველა საქმის, განსაკუთრებით რთულების, ერთდროულად მოგვარებას. მოერიდეთ აჩქარებას. გადახედეთ გარემოს. შეიძლება პრიორიტეტების, იმიჯის შეცვლამ მოგიწიოთ.

მერწყული
წვრილ-წვრილი საქმეები მოაგვარეთ. ეცადეთ, თავისუფალი გარემო შეიქმნათ. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. კარგი დღე ელით ტექნიკის სფეროში მომუშავეებს.

თევზები
ნუ ხართ სხვებზე დამოკიდებული. იქონიეთ და დაიცავით პირადი აზრი. მოერიდეთ სპონტანურობას, საქმიან რისკებს, თავგადასავლებს. დააკვირდით მოვლენებს თქვენ გარშემო.