იურისტ ვალერი გელბახიანის შეფასებით, დაპირისპირება, რაც “ქართულ ოცნებაში” მიმდინარეობს, რეალურად არის ბრძოლა გავლენებისთვის, რომელიც სასამართლო სისტემას და მასში მომუშავე მოსამართლეებს უკავშირდება. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “სპექტრში” სტუმრობისას ისაუბრა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ეგრედწოდებულმა “მეორე ჯგუფმა” მოინდომა სასამართლო სისტემაზე კონტროლის აღება და ეკა ბესელიას ჩამოშორება ამ კონტროლიდან.
გელბახიანი საუბრისას ასევე ამბობს, რომ მას არ აქვს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ბესელია ცალკეულ მოსამართლეებს პირდაპირ თუ ირიბად აკონტროლებს, თუმცა დასძენს, რომ ადვოკატთა წრეში ასეთი ხმები დადის.
“ახლა რა ხდება პარლამენტში, აქ შეიქმნა ორი ჯგუფი, ფრაქციის და კომიტეტის ხელმძღვანელობა. თუ ეკა ბესელია, რამდენიმე მოსამართლის დანიშვნაში მონაწილეობდ და ეს ჩვენთვის, ადვოკატებისთვის ცნობილია, ბესელია ამ ადამიანებზე გავლენას ახდენდა, უნდოდა თუ არ უნდოდა, რაღაცის თხოვნით ალბათ ახდენდა, ფაქტები არ მაქვს ამის და ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ რა ხმებიც დადის, იმის მიხედვით ვამბობ.
ამავე დროს მეორე ჯგუფმა მოინდომა სასამართლოზე კონტროლი, იგივე კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა. ამიტომ ბესელია ამ კონტროლიდან უნდა ამოვარდნილიყო, ამიტომ, ამ კონფლიქტი, თუ ვინ გააკონტროლებს სასამართლოს, მოხდა რის საფუძველზე, რომ ბესელია უნდა ჩამოცილებულიყო ამ კონტროლს და სხვებს უნდა ჩაეგდოთ”– განაცხადა ვალერი გელბახიანმა.