TVM NEWS-ის მედია ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს რუსთაველ ხალხს და საკუთარ პორტალზე ათავსებს ფეისბუკის პოსტს.
„თუ შეძლებთ რუსთავისთვის მნიშვნელოვანია პოსტი იდოს 1 კვირით გვერდის თავში. რომ ყველამ წაიკითხოს და მაქსიმალურად ჩაერთოს მოსახლეობა.“ Fredy Morrey
„რუსთაველებო, ამ კვირაში ხდება მგზავრთა ნაკადის აღრიცხვა რათა გაირკვეს საბოლოო ტარიფი სამარშუტო ტაქსებზე (ყვითელ მარშუტკებზე). ხდება მონიტორინგი როგორც მოქალაქეების მხრიდან ასევე სპეც პიროვნებების (მერიის და ინტერტრანსის თანამშრომლები) ვინც ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ამოწმებენ მარშუტკაში ხალხის რაოდენობას. ისედაც ისეთი დრო შეარჩიეს , რომ არ დადიან სტუდენტები და ნაკადი შემცირებულია , ასევე იტყუებიან, მძროლები შეიძლება გავიდნენ ქალაქიდან სასტუმროს მხირდან ნაცვლად ქალაქის ბოლოდან , არ უჩერებენ მგზავრებს, რომ ხელოვნურად იყოს მარშუტკა ცარიელი.
1. ეცადეთ მაქსიმალურად იმოძრაოთ მარშუტკებით და არა ტაქსებით.
2. მოქალაქეებს გთხოვთ დააკვირდით რომ მძროლმა მგზავრს გაუჩეროს აუცილებლად. ხელოვნურად არ უჩერებენ და ცარიელი მარშუტკით დაკატაობენ. თუ შეამჩნევთ, რომ არ უჩერებენ ჩაინიშნეთ დრო და ხაზი მარშუტკის ან რაიმე საიდენტიფიკაციო ინფორმაცია აღნიშნული მძროლის და მარშუტკის.
3. ვისაც გეცლებათ ამ კვირაში 1 სთ განსაზღულ ლოკაციაზე იდგეთ ქალაქში და ავღრიცხოთ მგზავრღა ნაკადი. რომ არ მოხდეს ინტერტრანსიდან ყალბი ინფორმაციის მოწოდება.
4. თუ შეგიძლიათ გადაიღოთ მგზავრობისას სურათი სადაც დრო და თარიღი ეწერება ან მიუთითებთ და კონკრეტული მარშუტკის ხაზი. თუ მოიტყუებიან დავიჭიროთ ფაქტით. ნუ დავიზარებთ მნიშვნელოვანია და მარტივი. შემდეგ გამოაგზავნით მესიჯათ.
რუსთაველებო თუ არ ვიაქტიურებთ კვლავ აღმოვჩნდებით გაუმაძღარი კომპანიის მსხვერპლნი!“